#40571979 · 13 Apr 2014, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუკი ნამდვილად გაინტერესებთ ეს თემა, ალბათ, პირველ რიგში იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც ეს თემა, როდის ჩაისახა ამ თემის შექმნის იდეა, როგორ უნდა განხორციელდეს და ა.შ. დევიდ კოპერფილდის სტილში რაღაცეები,... მე კი არ ვაპირებ ამ თემის არსი და ავტობიოგრაფია დავწერო. პირველ რიგში იმიტომ რომ მოწყენილობას მგვრის, მეორე რიგში კი აქაურ იუზერებსაც მოჰგვრის მოწყენილობას, როგორც ვიკიპედიის სტატიების გადმოკოპირება.
ერთი რამე მაინც უნდა ვთქვა, წიგნი ახალი წაკითხული უნდა გქონდეს და რამე, კარგად რომ დაწერო. კარგად დაწერილი პოსტები კი ერთერთი ისაა, რაც მკლავს. ეს თემა რაღაც ტილიანი თემა არ გეგონოთ. აი ესაა დ ა თქვენც მოგეწონებათ, თუ თქვენს მწერალს, ან ახლახან წაკითხულ მწერალს სულ ცოტა ხანი გადახედავთ, ან გაიხსენებთ, და ამ დაწყევლილ განყოფილებას აჩუქებთ საინტერესო პოსტებს.
--------------------
I stepped forth from the shadows to the marketplace
|