რაც უფრო მეტი იცით იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს Google, რა თვისებები და შესაძლებლბები გააჩნია მით უფრო უკეთ შეძლებთ მის გამოყენებას სასურველი შედეგის მისაღებად.
Google-ს აქვს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც დაახლოვებით 1.5 მილიარდ გვერდს მოიცავს. სწორედ მისი კარგად ორგანიზებული და მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს ძებნის დროს მართებული და შესაბამისი შედეგის მიღებას. Google იყენებს მათემატიკურ ფორმულებს რათა შეაფასოს ამა თუ იმ საიტის ხარისხი და მნიშვნელობის დონე. როდესაც შეგვყავს რაიმე მონაცემი და ვაჭერთ ძებნის ღილაკს, გუგლი ეძებს ისეთ ვებ გვერდებს, რომლებიც შეიცავენ ძებნაში მითითებულ სიტყვას, შემდენ ამ მოძებნილი საიტებიდან არჩევს ყველაზე მაღალ ხარისხიან და პოპულარულ საიტს და ამის შედეგი ამოაქვს ისინი პირველ ადგილზე, უფრო ნაკლებად ხარისხიანი და პოპულარული ვებ გვერდები მეორე ადგილზე და ასე შემდეგ.
მართალია საქართველოში დღეს ბევრი იყენებს გუგლის საძიებო სისტემას, მაგრამ ალბათ უმრავლესობამ არ იცის მისი ყველა თვისება და ძიების სახეები. მე რაც ვიცი შევეცდები ისინი განვმარტო.
გადავიდეთ საქმეზე და ნულიდან დავიწყოთ გუგლის გამოყენების ათვისება
1. საძიებო სიტყვის ან წინადადების შეყვანა (Entering a Query)თუ თქვენ ძალიან ცოტა ან საერთოდ არ გაქვთ გამოცდილება გუგლთან მუშაობის მაშინ წაიკითხეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადადით შემდეგ საფეხურზე.
პირველად რისი გაკეთებაც მოგიწევთ ეს არის გუგლის Home Page-ზე შესვლა

ამ მისამართების შეყვანით თქვენი ბრაუზერის შესაბამის გრაფაში:
*
http://www.google.com/ (გუგლის ვებ გვერდის სრული მისამართი)
* www.google.com (ყველაზე გავრცელებული და შემოკლებული ვარიანტი)
* google.com (ზარმაცი ხალხისთვის)
* google (მუშაობს მხოლოდ ზოგიერთ ბრაუზერში. ყველაზე ზარმაცი ხალხისთვის =))
როდესაც გაიხსნება გუგლის გვერდი, მის ცენტრში დაინახავთ ტექსტის ჩასაწერ ადგილს, სადაც იწერება საძიებო სიტყვა ან წინადადება. ასევე ხშირად იცვლება გუგლის ლოგო, სურათი საძიებო ველის მაღლა, რამაც არ უნდა დაგაბნიოთ


რა არის ზევით ნახსენები query? query არის მოთხოვნა ინფორმაციისთვის საძიებო სისტემისგან. ამ შემთხვევაში კი გუგლისგან, რომელიც შეიცავს ერთ ან რამოდენიმე სიტყვას, რიცხვს ან წინადადებას, რომელზე ინფომაციის პოვნის იმედიც გაქვთ.
როგორც ხედავთ ძებნის დაწყების პირველი საფეხურია (რათქმაუნდა სიტზე შესვლის შემდეგ

) Query-ის შეყვანა. ამისათვის საჭიროა საძიებო ობიექტთან დაკავშირებული სიტყვები ჩაწეროთ გუგლის საძიებო ველში. შემდეგ საჭიროა დააჭიროთ ენთერს ან "Google Search" ღილაკს (გუგლის ახალი ტექნოლოგიის წყალობით ღილაკზე დაჭერაც აღარ არის საჭირო) რათა ნახოთ ძიების შედეგი. შედეგების გვერდი სავსეა ინფორმაციით და ლინკებით, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ მიერ შეყვანილ Query-თან. გუგლის აზრით თქვენს ქუერისთან ყველაზე შესაბამისი შედეგი გამოვა პირველ მონაცემად.
ყველა შედეგის პირველი ხაზი არის მოძებნილი გვერდის სათაური, რომლიც იქნება გახაზული და ის ასევე არის შესაბამის ვებ გვერდზე გადასასვლელი ლინკი. (გვერდის ზუსტი მისამართი ნაჩვენებია მწვანედ, თითოეული შედეგის ბოლო ხაზზე) სათაურის ქვეშ არის თქვენ მიერ შეყვანილი Query-დან ერთი ან რამოდენიმე სიტყვა ბოლდით (მუქად)..
2. პირდაპირ პირველ შედეგზე გადასვლა
დააჭირეთ "I'm Feeling Lucky" ღილაკს რათა გადახვიდეთ გუგლის მიერ მოძებნილ პირველივე შედეგზე (ძალიან ხშირად ყველაზე გამოსადეგი პირველი შედეგია ხოლმე

) ამ შემთხვევაში, გვერდების ჩამონათვლის მაგივრად გაიხსნება პირდაპირ ვებ გვერდი, რომელიც გუგლის აზრით არის ყველაზე შესაბამისი შედეგი თქვენი Query-თვის.
დავიღალე, მერე გავაგრძელებ

მაგრამ არამგონია ვინმემ წაიკითხოს