#40715312 · 26 Apr 2014, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვარ გამოცდილი ხმის რეჟისორი აუდიო ინჟინერი, ვასრულებ ყველანაირი სახის აუდიო მონტაჟს, ვასრულებ არანჟირებას, შემიძლია ხმის ჩაწერა, ბალანსირება მასტერინგი. მაქვს 15 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმუშაობ ერთერთ მაღალრეიტინგულ რადიოში ხმის რეჟისორის თანამდებობაზე, სადაც მევალება აუდიო ტიხრების, გადაცემების ქუდების და ანონსების, მუსიკალური ტიხრების, სარეკლამო რგოლების ჩაწერები და გაკეთება. ჩემს მიერ დამზადებულია რამოდენიმე სიმღერა რომელიც დღესდღეობით პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ასევე ვფლობ რადიოსადგურისთვის განკუთვნილ პროგრამას JAZLER-ს (სრული რედაქტირებით). შემიძლია სიმღერების ბადის კატეგორიებად შევსება, სარეკლამო ბადეების შევსება და ა.შ...
ვფლობ შემდეგ აუდიო პროგრამებს: CUBASE NUENDO PRO TOOLS AUDITION SAMPLETUDE SOUND FORGE COOL EDIT PRO VSTi, VST plugins
და სხვა მრავალ კომპიუტერულ სოფტს...
მსურს შევითავსო სამუშაო, გრაფიკი 8 საათი დღეში.
P.s. დღეგამოშვებით - (ერთ კვირას - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - მეორე კვირაში - სამშაბათი, ხუთშაბათი და ა.შ. გამეორებით ყველა კვირაში) შაბათ კვირის გარდა
ვითხოვ ანაზღაურებას მინიმუმ 400 დან 700 ლარამდე (გააჩნია რა სირთულესთან და დატვირთვასთან მექნება საქმე)
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით 599 29 66 96
|