მოგეხსენებათ, თუ რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული კალენდრის შედგენა და საერთოდ დროის აღრიცხვა. რაც კაცობრიობას არსებობს-დაახლოებით 5 000 წელია-ბევრი კალენდარი შექმნილა მაგრამ მათგან არცერთი არაა სრულყოფილი.
პრობლემა აი რაშია: დღე-ღამე დედამიწაზე გრძელდება 24 საათი, ანუ 86 400 წამი (თუმცა დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო მოითხოვს 23 საათს 56 წუთს და 4.1 წამს). ხოლო მზის გარშემო დედამიწის მოგზაურობა/ტრიალი (წელიწადიც სწორედ ეს არის) გრძელდება 365+0,24219....... დღე-ღამეს. ეს უსასრულო წილადია, ანუ წელიწადი და დღე-ღამე უთანაზომო სიდიდეებია მათემატიკური ენით რომ ვქვათ და მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია დიდი რიცხვი გავყოთ მცირეზე უნაშთოდ, ამიტომ ვიღებთ უსასრული წილადს, ამიტომაა რომ დროის ნებისმიერი სისტემით აღრიცხვის მეშვეობით ვღებულობთ კალენდარში „ზედმეტ“ დღეს.
იბადება შეკითხვა: რატომ გააკეთა ღმერთმა ისე რომ ეს პრობლემა დაგვიტოვა ადამიანებს? ნუთუ არ შეეძლო მას რომ დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო ცოტა ნაკლები ყოფილიყო და წელიწადში 365 (ან რომელიმე მთელი რიცხვი, მაგრამ არა ძალიან მცირე, მაგალითად 5 ან 7. ასეთ შემთხვევაში დღის ხანგრძლივობა უფრო მეტი იქნებოდა და დედამიწის ზედაპირი გადაიხრუკებოდა, ხოლო ღამით იმაზე უფრო მეტად გაცივდებოდა ვიდრე ახლა) დღე ყოფილიყო? მაშინ მივიღებდით სრულყოფილ კალენდარს.
მაგრამ ღმერთს შეეძლო სხვანაირადაც მოქცეულიყო. როგორც წეღან ითქვა, წელიწადი და დღე-ღამე უთანაზომო სიდიდეებია. მაგრამ რაში გვჭირდება მათი შეთანაზომება? რატომაა დროის საზომად ეს ორი სიდიდე არჩეული?
დღე-ღამე რატომაცაა არჩეული ეს გასაგებია, სინათლის (დღე) და სიბნელის (ღამე) მონაცვლეობა უაღრესად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის (ეს სხვა არსებებსაც ეხება) საქმიანობის ყველა ასპექტზე. მაგრამ წელიწადზე იგივე ითქმის? კი, იგივე ითქმის.
წელიწადი ესაა ოთხი სეზონის: გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის მონაცვლეობა. ეგვიპტეში და შუამდინარეთში სადაც საერთოდ ცივილიზაცია და კერძოდ კალენდარი შეიქმნა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვალყურის დევნას თუ როდის ადიდდებოდა მდინარე (ნილოსი ეგვიპტეში, ტიგროსი და ევფრატი შუამდინარეთში) იმისათვის რომ მიწის მორწყვისათვის მომზადებულიყვნენ, ეს უზრუნველჰყოფდა დიდ მოსავალს. ამის შედეგად შეიქმნა კალენდარი რომელიც ზემოთხსენებული გარემოების გამო მთლად ზუსტად ვერ წინასწარმეტყველებდა ამ მოვლენას, ამიტომ ხდებოდა არსებული კალენდრის შესწორება ან სულაც ახლის გამოგონება.
ესე იგი, კალენდარი წარმოიშვა სრულიად პრაქტიკულ ნიადაგზე-სეზონების ცვალებადობის, ანუ წელიწადის არსებობის გამო. სეზონებს კი რაღა იწვევს? ამას იწვევს დედამიწის ბრუნვის ღერძის 66 გრადუსიანი დახრილობა დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის
ეკლიპტიკის სიბრტყისადმი:

ახლა წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში დედამიწის ბრუნვის ღერძი 90 გრადუსით რომ ყოფილიყო დახრილი ეკლიპტიკის სიბრტყისადმი? მზის სისტემის პლანეტების მერკურის და იუპიტერის შემთხვევაში სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს მათივე საკუთარი, მზის ირგვლივ ბრუნვის სიბრტყესთან დაკავშირებით, ანუ მათზე არ ხდება სეზონების ცვალებადობა ამ მიზეზით.
ანუ ღმერთს თავიდანვე რომ დაეყენებინა ჩვენი პლანეტის ბრუნვის ღერძი ეკლიპტიკის სიბტყისადმი 90 გრადუსით მაშინ სეზონების ცვალებადობა არ მოხდებოდა და ადამიანების შეგნებაში არც წელიწადი იარსებებდა. არ იქნებოდა დროის აღრიცხვა საჭირო, სავარაუდოდ არც თვეები იქნებოდა რადგან მთვარის ორ გავსებას შორის პერიოდი (თვეც ეგაა) სწორედ კალენდრის გამო იყო საჭირო, კალენდარი კი როგორც ვთქვი-სეზონების ცვალებადობის გამო. ასეთ შემთხვევაში არც იმას ექნებოდა მნიშვნელობა წელიწადში რამდენი დღე იქნებოდა, რაიმე მთელი რიცხვი, თუ უსასრულო წილადი, ადამიანებისათვის წელიწადს არავითარი მნიშვნელობა არ იქნებოდა, დროის აღრიცხვაში არც იარსებებდა ასეთი გაგება და არც პრობლემა იქნებოდა.
საინტერესოა, სამოთხეში როგორი სიტუაცია იყო თავიდან? სამოთხეში ყველაფერი ხომ იდეალური უნდა იყოს, ამიტომ რამდენი დღე იყო სამოთხისეულ წელიწადში? ორი ვარიანტია აქ:
1) ან მასში იყო დღეთა მთელი რაოდენობა, ვთქვათ 365 და მერე პირვანდელი ცოდვის მერე ღმერთმა ან ეშმაკმა ცოტათი შეცვალეს ეს რიცხვი, ანუ დედამიწის ბრუნვა ააჩქარეს 1.0006635342465753424657534246575-ჯერ (ანუ 365,24219 რომ გავყოთ 365-ზე).
2) ან დედამიწის ბრუნვის ღერძი მართობული იყო ეკლიპტიკის სიბრტყისადმი და მერე ღმერთმა ან ეშმაკმა გადახარა ის 23 გრადუსით. გაჩნდა სეზონების ცვალებადობა და წელიწადი, რომელშიც (აღ)არ იყო დღეების მთელი რიცხვი.
თუმცა ისიც შეიძლება რომ ღმერთმა ახლანდელი სიტუაცია თავიდანვე ასეთად შექმნა იმისათვის რომ ჩვენს პლანეტაზე დაეჩქარებინა ასტრონომიის, კალენდრის, გეომეტრიის და საერთოდ მეცნიერების განვითარება