ჩემი აზრით ფორუმს ბევრი ხალხი სტუმრობს დაძირითადად ამ განყოფილებას.
შასაბამისად თემა ამ განყოფილებაში გავხსენი და ჩემი აზრით სწორადაც მოვიქეცი. იმიტომ, რომ საშიანაო პოლიტიკური ვექტორი სოფლის მეურნეობისკენაა მიმართული და პოლიტიკური გამოდის.
რამოდენიმე ამ განყოფილებაში მპოსტავ ფორუმელს გეგმაში გვაქვს ამ საქმეს მოვეკიდოთ და გვაქვს რამოდენიმე კითხვა.
არის უწყება, რომელიც ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს მოგვცემს?
1. გვაქვს თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის შეძენა და გარკვეული გარანტიების წარდგენის შემდეგ რომელიმე ბანკი თუ აფინანსებს ამ პროექტს?
2. სად შეიძლება მოვიძიოთ სათესლე რესურსი?
3. რა დახმარების იმედი უნდა გვქონდეს შესაბამისი უწყებებიდან?
4. თუ ხდება დაფინანსება ხვნა-თესვის პროცესის რომელიმე ბანკიდან?
შეკითხვები გამოიწვია მთელმა რიგმა გარემოებისა..
1. ამ პუნქტში ვერაა ბანკის იმედი და ვერც იმის, რომ მიწის შესყიდვა მოხერხდება. არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, თუ სად იყიდება ფართები. ჩამოყალიბებული ფასი და ასე შემდეგ.
აგრეთვე არც ის ვიცით, თუ რომელ ბანკს აქვს ამმხვრივ საკითხი შესწავლილი, ჰყავს შესაბამისი კონტიგენტი, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და თანადაფინანსების პირობებს უცებ მოგაწვდის. ხშირად გამიგია, რომ სანამ ბანკი განძრეულა,მიწის ნაკვეთი გაყიდულა ან სეზონი გასულა და ასე შემდეგ.
2. ეს ჩვენთან ერთერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. გამიგონია, რომ ძველი ჯიშის კარტოფილი, რომელიც ადრე იყო ჩვენთან გავრცელებული და გადაშენებულია ახლა, მისი მოძიება საინტერესოა და მოთხოვნადია მისი სათესლედ, 2 ლარი ღირსო.
მთავრობა, ვერ გევიგე?! წილში გვიჯდებით ამის დედა ვატირე?
გარდა ამისა მე რატომ უნდა ვიღებდე იონჯის თესლს ვინმე სამთო ქიმიის შენობაში მომჯდარი ქორვაჭრისგან?
მას გარდა არავის ჩამოაქვს. არც ის ვიცი, გენმოდიფიცირებულია თუ არა. ან მე თუ მინდა ასი ჰექტრის დათესვა და შესაბამისად 2 ტონა სათესლე მასალა, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია?
თუ ამ სექტორს ვაქცევთ ყურადღებას, ხომ შეიძლება შეიქმნას პირობები, ან დაფინანსდეს ადგილზე სათესლე მასალის წარმოება? არის რამე მსგავსი?
3. ჩვენთან არ არის ბიზნესის კეთების გამოცდილება. ქვეყანა დაინგრა და ჯერ მხედრიონი, მერე შევარდნაძე და სააკაშვილი. ყველა მათგანის ხელისუფლება იძლეოდა მხოლოდ ნაცნობობით ურთიერთობას და ბიზნესი იყო შიშში. როგორ უნდა გეშოვა ფული? გამოცდილება? ფულის გარეშე ვერც დროული ხვნა-თესვა ხერხდება და ვერცმოსავლის აღება. ახლა საკითხავია, რამდენადაა იმედი შესაბამისი უწყებების, რომ დროულად დაგვეხმარება ტექნიკა, გამართული იქნება და არ დაგვაყოვნებს მათი საკმარისობა. წარმოვდება თუ არა ჩვენთან კალიუმის, ფოსფორის, გვარჯილის სასუქები? რამდენად ხარისხიანია და ხელმისაწვდომი? რომელიმე უწყება ამოწმებს და არეგულირებს ამ საკითხს?
4. დაფინანსება. ამ შემთხვევაში თანადაფინანსება ყველა ვარიანტში გვჭირდება. ქართველებს ფული არ გვაქვს. ინვესტორი მე პირადად არ მომწონს არც სიტყვა და შინაარსი ხომ საერთოდ? ინვესტიციამესმის საბანკო სისტემაში ან მძიმე მრეწველობაში. ხოლო თუ მიწები ინვესტორმა შეისყიდა, მე რაღას წარმოვადგენ ამ ქვეყანაში? იყო საუბარი, რომ თუ გვექნებოდა მიწა, მოხდებოდა ხვნა-თესვის ხარჯების დაფინანსება. ხვნა თესვა არ არის ის პროცესი, რომელიც ისმის. უფრო რთული პროცესია დაერთ მაგალით სმოგიყვანთ, რომ გაიგოს ყველამ, რა ქვესაკითხებს მოიცავს.
იონჯის ნათესის გაშენებისთვის აუცილებელია:
1) ნიადაგის ჰერბიციდებით დამუშავება სამჯერ, რომ ნებისმიერი სხვა სარეველა ამოიკვეთოს...
2) ნიადაგში უნდა შეიტანო 6 წლის სამყოფი დოზა კალიუმის(ჰექტარზე 250 ლარის) და ფოსფორის სასუქი(ჰექტარზე 350 ლარის).
3) დახვნა და თესვა, ჰექტარზე სათესლე მასალა 500-600 ლარის

4) გვარჯილის შეტანა წინასწარ ჰექტარზე 100 ლარის და ყოველი გათიბვის შემდეგ 70 ლარის.
5) ფარცხვა ნიადაგის და რწყვა ყოველ 2 კვირაში ერთხელ.
ყოველივე ეს ჰექტარზე მინიმუმ 1500 ლარი ჯდება და ამოდენა თანხის მობილიზება ძნელია.
ანუ ჯერ ბანკი გძრაცვავს, მერე შემომტანი მონოპოლისტები.
დარგის განვითარებისთვის ვერ კმარა ბანკებიდან სესხი, იმიტომ, რომ ბანკი შემდეგ თვეში ითხოვს გადახდას და დაგვიანებისას წაგახალისებს ჯარიმებით, რომელიც ნებისმიერი მიზეზის გამო ავტომატურია და არანაირად არ ექვემდებარება გადასინჯვას.
რა შეიძლება გვირჩიოთ 5 ფორუმელს, რომლებიც ამ საკითხით დავინტერესდით და მიწის ნაკვეთს ჩვენივე ხარჯით ვყიდულობთ?
This post has been edited by omerta on 20 Apr 2014, 19:58