ტყვიის გარეშე" ზურაბ ჟვანიას სიკვდილი.
ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს რომელიც სტუდია რეპორტიორმა ექს-პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2005 წელს მოამზადა.
http://primetimenews.ge/?page=15&news_id=25946 ვიდეო
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დოკუმენტური ფილმი
* * *
http://primetimenews.ge/?page=15&news_id=25951ექს-პრემეირ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ძაძამია ამბობს რომ მან ჟვანია იმ საღამოს კონსპირაციულ ბინაში დაცვის გარეშე მიიყვანა.
გზაში სურსათი და კონიაკი შეიძინა. მანქანას ნელა მართავდა რადგანაც ჟვანია ტელეფონზე საუბრობდა. როდესაც სახლთან მივიდნენ ჟვანიამ დაავალა რომ უსუპოვისთვის დაერეკა.
"კუთხეში რომ გავჩერდი, მითხრა გადაურეკე ახლა სად არისო, გადაურეკე უსუპოვს და მან თქვა, მოვდივარო. ბინაში შევედით თუ არ , ზურამ სინათლე აანთო. გამათბობელი ჩართო და ამ დროს უსუპოვმაც კარზე დააკაკუნა. კარი ჟვანიამ გააღო და მე მითხრა უთხრა წადი და როცა დაგირეკავ მაშინ მიდიო ", - ამბობს ძაძამია.
პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრი სავარაუდოდ სამ საათზე დაბრუნდა და მისივე თქმით ჟვანიასთან დაკავშირებას ცდილობდა.
"კარებზე არავინ არ გამიღო. ამის შემდეგ ავძვერი და შევამტვრიე ფანჯარა. დავინახე ზურა კრესლოკში იჯდა და ის სამზარეულოსკენ იყო წასული. ჯერ ზურას ვეძახდი და არ რეაგირებდა. მერე ეგრევე გადაურეკე კობას და უთხარი რომ ასეთი სიტუაციაა და არ რეაგირებს არაფერზე მეთქი. იქვე არსი რაღაც "სტაიანკა", ტელეფონი მიჯდებოდა და შევაერთე რომ იქიდან დამერეკა კობასთან. სად ხარ მეთქი? კობაც მალე მოვიდა და ფანჯრიდან შეძვრა", - აცხადებს ძაძამია.
კობა ხარშილაძე ვისაც ძაძამიამ დაურეკა პრემიერის დაცვის უფროსი იყო. ავტოსადგომი კი სადაც ძაძამია ტელეფონის დასატენად წავიდა ბინიდან 200 მეტრით არის მოშორებული და გზად გაზის დასარეგულირებელი ჯიხური მდებარეობს რომელიც იმ საღამოს ვიღაცამ გატეხა და გაზის წნევა გაზარდა. იმ დროს კი როდესაც ძაძამია ამბობს რომ პრემიერთან ერთად ბინაში იმყოფებოდა ვერ იქნებოდა რადგანაც ძაძამიას ტელეფონიდან 23 საათსა და 59 წუთზე დიდუბის ანძიდან დაირეკა.
ვიდეო