მოგზაურთა კლუბში პოსტვის სურვილი აღარ გვაქ ფორუმელთა დიდ ნაწილს
და აქეთ გადმოვინაცვლოთ გვინდა ბრაზილია კი იმსახურებს ერთ თემას
იმის გათვალისწინებით რომ ახლოვდება მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი. ინტერესიც უფრო იზრდება ამ ქვეყნის წინაში სადაც ტარდება ეს მსოფლიოს ჩემპიონატი. ვინმეს გხვდათ ბედნიერება წილად და მიდიხართ ?


ბრაზილია (პორტ. Brasil), ოფიციალურად ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა[7][8] (პორტ. República Federativa do Brasil) — სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა. იგი მეხუთე უდიდესი სახელმწიფოა მსოფლიოში როგორც ფართობის (8 514 877 კმ²) ისე მოსახლეობის მხრივ (193 მლნ, 2012 წ).[2][9] ბრაზილია უდიდესი ლუზოფონური ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი ამერიკაში.[9]
ბრაზილიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სადაც სანაპირო ზოლის სიგრძე 7,491 კმ–ს შეადგენს.[9] ჩრდილოეთით ესაზღვრება ვენესუელა, გაიანა, სურინამი, და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია — საფრანგეთის გვიანა, ჩრდილო–დასავლეთით — კოლუმბია, დასავლეთით — ბოლივია და პერუ, სამხრეთ–დასავლეთით — არგენტინა და პარაგვაი, სამხრეთით — ურუგვაი. ფლობს მრავალ არქიპელაგს, მათ შორის ფერნანდუ-დი-ნორონიას, როკასს, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგს, ტრინიდადი და მარტინ ვასს. ესაზღვრება სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას, გარდა ეკვადორისა და ჩილესი.
მას შემდეგ, რაც 1500 წელს ბრაზილიის მიწაზე ფეხი პედრუ ალვარეშ კაბრალმა დადგა, ეს ქვეყანა პორტუგალიის კოლონია იყო 1815 წლამდე, როდესაც შეიქმნა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო. კოლონიური ბორკილები 1808 წელს დაიმსხვრა, როდესაც პორტულაგიაში ნაპოლენის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა.[10] დამოუკიდებლობა 1822 წელს გამოცხადდა ბრაზილიის იმპერიის შექმნით, რომელიც უნიტარული სახელმწიფო იყო კონსტიტუციური მონარქიითა და საპარლამენტო სისტემით. 1889 წელს ბრაზილია საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამ დროისათვის მოქმედებდა 1824 წელს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კონსტიტუცია.[10] ამჟამინდელი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომელიც ბრაზილიას ფედერალურ სახელმწიფოდ განსაზღვრავს.[11] ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების — 26 შტატისგან, რომლებიც საერთო ჯამში 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა.[11][12]
ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში მეექვსე უდიდესია მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით და მეშვიდე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (2011).[13][14] ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანას ახალი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.[15] ბრაზილია დამფუძნებელი წევრია გაეროსი, დიდი ოცეულის, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის, ლათინური კავშრის, იბერო-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის, მერკოსურის, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის, არის BRIC–ის ერთ–ერთი ქვეყანა. ამავე დროს, ბრაზილია მიეკუთვნება მსოფლიოს ეკოლოგიურად 17 ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყანას; მრავალფეროვანია ველური ბუნება, ბუნებრივი გარემო, ფართოდაა წარმოდგენილი დაცული ტერიტორიები.[9] ინდიელთა ეროვნული ფონდის მონაცემებით, ბრაზილიის ტერიტორიაზე სახლობს 67 იზლოირებული ტომი, შესაბამისად ბრაზილიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი არაკონტაქტური ტომი ცხოვრობს.[16]