ეპისკოპოსს ქრ. წამალაიძის ახალი ბრალდებები სასულიერო ელიტისადმი!
ეპისკოპოსს ქრისტეფორე წამალაიძის ახალი ბრალდებები სინოდისა და საპატრიარქოს მიმართ! - " ეკლესია და განსაკუთრებით სინოდი სპეც -სამსახურის აგენტებით არის გავსებული."
ცნობისათვის ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე იყო ზვიადის და მერაბის პირადი მოძღვარი და მეგობარი 80-იანი წლების ბოლოს. აგრეთვე ეროვნული მოძრაობის ორგანიზებით გამართული მიტინგების ერთგული მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძის პირსისხლიან უკანონო რეჟიმთან ჩახუტებულმა საპატრიარქომ და სინოდმა, მიზანში ამოიღეს ბოლოს რუის-ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე, კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო. პირადმა მტრებმა ახალი რეჟიმიდან და სასულიერო ელიტიდან, ეპისკოპოსს ქრისტეფორესთან დაქირავებული მკვლელი მიაგზავნეს რუი-ურბნისის ეპარქიაში. იმ ღამეს მოსახლეობის მამაცობისა და მხარდაჭერის წყალობით ეპისკოპოსი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რადგანაც შევარდნაძის რეჟიმისა და სისხლიანი ხუნტისადმი, აბსოლიტურად მორჩილი სამღვდელოების მხრიდან, ახალი პროვოკაცია იყო მოსალოდნელი, ეპისკოპოსმა დროებით დატოვა საქართველო. სწორედ ამ მიზეზის გამო, საბაბი მოუძებნეს ხუნტის მხარდამჭერმა სამღვდელოებამ და სინოდის სხდომებზე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ საერთოდ აუკრძალეს მღვდელმოქმედების უფლება.
იგივე სიტუაციაში ჩააყენეს სინოდის წევრი მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, რომელიც აგრეთვე იყო ეროვნული მოძრაობის მიერ, გამართული აქციების აქტიური მონაწილე და მომავალში აგრეთვე გამსახურდიას ხელისუფლების მხარდამჭერი. პუტჩისტებთან დაპირისპირების გამო იგი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველო 1992 წელს. სწორედ ამბროსი ქათამაძემ, 1994 წლის თებერვალში გროზნოში, მღვდელ კონსტანტინე კოღუაშვილთან ერთად, წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტს. შევარდნაძის რეჟიმისა და ხუნტის მოკავშირე სასულიერო ელიტამ 1992 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოსი ამბროსი განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, წმიდა სინოდის წევრობიდან და აეკრძალა მღვდელმოქმედება. ოფიციალური მიზეზი აქაც იგივე იყო, მასაც ეპარქიის მიტოვება მიუყენეს ბრალად. რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნდა მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, რომელიც დაემუქრა სასულიერო ელიტას მათი წარსულის მხილებით, მაგრამ ამ მის სიტყვებს თურმე აღსრულება არ ეწერა, რადგანაც ამის შემდეგ ცოტა ხანში ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ბევრი კითხვა დაუტოვა მის მხარდამჭერებს.
ქვემოთ გაეცანით სინოდთან დაპირისპირებულ, ეპისკოპოსს ქრისტეფორე წამალაიძის გამოსვლის ტექსტს და შესაბამის ვიდეოს.
ქრისტეფორე წამალაიძე: "სინოდის ბოლო სხდომამ გამოავლინა კიდევ, რომ იქ საოცრებები ყოფილა. ერთი ადამინი ამბობს, პირი რომ გავაღოთ იქ რა ხდება, სინოდი კი არა, ვირის ტაჭკაც აღარ დარჩება იქო."
აგრეთვე: " ეკლესია და განსაკუთრებით სინოდი სპეც -სამსახურის აგენტებით არის გავსებული."
droanews.ge: ეპისკოპოსი ქრისტეფორე აცხადებს, კარგი ადამიანები მხოლოდ დაბალ სამღვდელოებაში არიან. ეკლესია და სინოდი კი სპეც სამსახურის აგენტებითაა სავსე.
„ ეკლესია და განსაკუთრებით სინოდი სპეც -სამსახურის აგენტებით არის გავსებული. ასე იყო კომუნისტების დროსაც. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ძველი კადრი შერჩა, მაგრამ ახალმაც იმრავლა და ვხედავთ , რომ უმრავლესი იყო წინა ხელისუფელებისა. ვხედავთ, რომ პრეზიდენტს ზოგი დავით აღმაშენებელს ადარებს, ზოგს უზარმაზარი სურათი ჰქონდა პრეზიდენტის. მიუხედავად იმ ცოდვებისა მონაზონთა ნაბუშრების ყოლისა, მითხარით ვინ დაისაჯა, ამიტომ ვეძახი მე მაგათ პოლიტიკურ ეკლესიას, რაც შეეხება დაბალ სამღვდელოებას იქ არიან კარგი ადამიანები. ,,-განაცხადა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ „ქრონიკა +“ საუბრისას.
წყარო: 1)
http://droanews.ge/2829--quot.htmldroanews.ge: მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალიძე ეკლესიებში შემქნილ მდგომარეობაზე საუბრობს. ის გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს ეხმაურება, რომლებიც საეკლესიო პირებს ამხელს.
,,დღეს ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა ინფორმაციები თუ რა მდგომარეობა სუფევს ეკლესიებში. სინოდის ბოლო სხდომამ გამოავლინა კიდევ, რომ იქ საოცრებები ყოფილა. ერთი ადამინი ამბობს, პირი რომ გავაღოთ იქ რა ხდება, სინოდი კი არა, ვირის ტაჭკაც აღარ დარჩება იქო. ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა, რომ უმრავლესი სინოდის წევრები თურმე, რამდენჯერმე ნაპატიმრალნი, ციხეებგამოვლილნი არიან სხვადასხვა უბედურებისთვის. მათ ზოგს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ გახრწნილი. ასევე დაიბეჭდა, რომ ზოგეირთი მათგანი ჯიბის ქურდია და დღეს უმაღლესი იერარქიული წოდება აქვს მინიჭებული. ჰომოსექსუალებს თურმე უმაღლესი წოდება აქვთ მინიჭებული. ეს ყველაფერი მე არ მომიგონია, ეს დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში და ყველას შეუძლია წაიკითხოს,"ამბობს მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალიძე.
მიტროპოლიტი თენგიზ სიგუაზეც საუბრობს, რომელიც იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ის გაზეთ ,,კვირის ქრონიკიდან" კითხულობს ერთ-ერთ სტატიას, რომელიც თენგიზ სიგუას ეხება.
,,ადრე ამაზე, რომ გესაუბრა, ცილისწამებისთვის დაგიჭერდნენ, დღეს მადლობა ღმერთს ,,არა არს დამალული, რაი არ გაცხადდეს." ბერები უდაბნოში იმიტომ გადიოდნენ, რომ ასეთივე მდგომარეობა იყო მაშინაც. რუის-ურბნისის კრებამ ჩვენ დაგვანახვა, რომ მაშინაც საშინელება ხდებოდა. ჩვენ გადარჩენილები ვართ, თუკი ჩვენშიც არ ჩამოყალიბდება ცუდი რამე," აღნიშნავს ის.
მიტროპოლიტი ასევე საუბრობს სახლში ლოცვისა და საეკლესიო მსახურების შესრულებაზე და ამბობს, რომ ეს სულაც არაა მიუღებელი და ქრისტეს რჯული ამას არ კრძალავს.როგორც იგი აღნიშნავს, პირიქით, უღირსი ადამინების გვერდით ყოფნას, ჯობს სახლში შეასრულო ღვთისმსახურება.
წყარო: 2)
http://droanews.ge/6878--.html ესეც შესაბამისი ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=PdjxCgvltBk