„მწვანე კაცუნების“ ლენტებიანი, რუსულნომრიანი მანქანა თბილისში
15:25
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, სადაც ავტომანქანა თბილისის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული. მანქანას რუსული სახელმწიფო ნომრები აქვს, რეგიონული დანომრვით კი ის ჩრდილოეთ ოსეთიდანაა.
რაც არანაკლებ საინტერესოა, ავტომანქანას უკანა საქარე მინასთან ახლოს აქვს ე.წ. „მწვანე კაცუნების“ სიმბოლო - „გეორგიევსკის ლენტი“, რითაც ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. სამოქალაქო თავდაცვითი რაზმები, იგივე სავარაუდო რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ
http://pia.ge/show_internet_daijest_news.php?id=435&lang=geo