#40673224 · 22 Apr 2014, 21:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დარიცხვის მეთოდი - დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად.
გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას; ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. მაგ: „ა“ და „ბ“-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, „ბ“ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადასცა „ა“-ს ნასყიდობის საგანი, ამ მომენტიდან „ბ“-მ უნდა აღრიცხოს თავის ერთობლივ შემოსავალში „ა“-ს მიერ მოსაცემი შემოსავალი.
დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა; ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს; გ) ხელშეკრულების ყველა მონაწილემ (მხარემ) ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ ხელშეკრულების მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.
|