"იმ ნაძირალამ პროფესიონალი კილერივით დახოცა ბიჭები"
8 ივლისს თელავის რაიონში საზარელი მკვლელობა მოხდა - 21 წლის გიგა გემაზაშვილი და 20 წლის შოთა ბატიაშვილი წინანდლის მკვიდრმა დათო ჩუთლაშვილმა დახოცა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მთვრალმა თავდამსხმელმა ბიჭებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მიზეზი კამათი გახდა. მკვლელობა გვიან ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა.მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. სანამ ეს ინფორმაცია "ეროვნული ფორუმის"" კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩიკვაიძემ არ გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯიუტად დუმდა. მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაადასტურა თანამშრომლის დაკავების ფაქტი.
"კუდის თანამშრომელმა ორი ახალგაზრდა ჩაცხრილა"
"შეიძლება ორი ტყვია ესროლო გულში ახალგაზრდა ბიჭს და მერე საკონტროლო დაახალო შუბლში?"
გია ბუღაძე: "ეს ორმაგი მკვლელობაა"
მკვლელობის გამოძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ. დამნაშავის დასჯა მოითხოვა სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემაც: "გიგა გემაზაშვილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი, უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დღეს გიგა ცოცხალი აღარ არის. ამ ბიჭს ფერის საოცარი გრძნობა ჰქონდა. თან გულღია, გულმართალი ბიჭი, მრავალმხრივი ნიჭის პატრონი გახლდათ. წარმოიდგინეთ, ერთხელ რეფერატი ლექსად დაწერა ვან გოგზე. გაოგნდნენ პედაგოგები. ახლა არ იკითხავთ, თანაკურსელებს როგორ უყვარდათ? შეიძლებოდა, არ შეგყვარებოდა მთასავით მაღალი, როხროხა კახელი ბიჭი? რა ჩხუბი, რის ჩხუბი, ასეთი რამ მის ცხოვრებაში არ არსებობდა. სამი წელი ვუყურებდი ამ ბავშვს და ერთი შემთხვევა ჩხუბის ან აყალმაყალის ხომ უნდა გამეგო? პირიქით, ყველამ იცის, რომ ეს იყო მშვიდობის მტრედი... და ასეთი ახალგაზრდა მოკლა ვიღაც ნაძირალამ... უბედურება ის არის, რომ მკვლელი სამართალდამცველია. გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს ორმაგი მკვლელობაა, მან არა მარტო ახალგაზრდა კაცი მოკლა, არამედ ამ გარეწარმა საქართველოს მოუკლა ნიჭიერი ადამიანი! ათმაგად დამნაშავეა, მით უმეტეს, რომ ძალოვანია. შეიძლება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა ორი ტყვია ესროლოს გულში ახალგაზრდა ბიჭს და მერე საკონტროლოც დაახალოს შუბლში? ამ ნაძირალამ ბოლომდე უყურა, სანამ სისხლისგან არ დაიცალა ორივე ბიჭი. ვფიქრობ, ეს კაცი სადისტია და საშიში საზოგადოებისთვის. მე მის მთელი სიმკაცრით დასჯას მოვითხოვ.
ბიჭები სოფლის ეკლესიიდან გაასვენეს. ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ეს ამბავი არ გაუშუქებიათ ისე, როგორც საჭირო იყო. ყველამ შენიშნა ეს, მათ შორის - ჩემმა სტუდენტებმაც. მეც და სხვებსაც ისეთი განცდა გაგვიჩნდა, რომ ამ ტრაგედიის მიჩუმათება უნდათ. სოფელიც ასე ფიქრობს. რამდენიმე წლის წინ გიგას 14 წლის და მოუკვდა სიმსივნით. იმ ავადსახსენებელ დღეს დის საფლავზე იყო მეგობართან ერთად გასული. დაბადების დღე აღუნიშნა გარდაცვლილ დას. უკან მობრუნებულებს შემოეყარათ ეს გარეწარი. აუხირდა გადიდგულებული, ამოიღო იარაღი და სასტიკად მოკლა ორი ანგელოზივით ბიჭი. ჩემს საწყალ სტუდენტებს ამ ამბავმა ცხოვრების 10-10 წელი დააკლო, მე კი ადამიანად აღარ ვვარგივარ!
-მკვლელობის მიზეზი არ სახელდება, სოფელში რას ამბობენ?
- გაუგებარია, რა იყო მიზეზი. მკვლელი და ბიჭები ერთმანეთს არ იცნობდნენ. ასაკში სხვაობაა - ის 29 წლისაა, გიგა და მისი მეგობარი კი 20-21 წლისანი იყვნენ. ეს არ არის უბრალოდ მკვლელობა, ეს ძალზე საშიში მოვლენაა. იმ ნაძირალამ პროფესიონალი კილერივით დახოცა ბიჭები.
ტკივილთან ერთად უსამართლობისა და დაუცველობის საშინელი განცდა მაქვს. ჩემთვის ეს მკვლელობა გირგვლიანის მკვლელობაზე უარესია. მაშინ რაღაცაზე წაკამათდნენ მაინც, მგონი, გირგვლიანის დასჯა უნდოდათ და არა მოკვლა. ამ ნაძირალამ კი პირდაპირ ესროლა ამ ახალგაზრდებს, აშკარად სისხლი სწყუროდა.
რა ბიჭი მოუკლავს იმ არაკაცს!

და რისთვის? მიზეზის გარეშე, მაგისტვის სამუდამოც ცოტაა, ისედაც ცოტანი ვართ ქართველები და ორი 20წლს ახალგაზრდის მოკვლა
კახეტში ისე იციან ასეთი სასტიკი მკვლელობები, ამ 15 წლს წინ ულამაზესი ახლობელი მომიკლეს, და ტან 2 ერტად. შელაპარაკების ნიადაგზე ტან რა ბიჭები, ხმას ვერ გაიგებდი მათსას. ვფიქრობ, შური დიდ როლს ასრულებს, რაღა ასეთ ბიჭებს კლავენ, ყველანაიარდ გამორჩეულებს?!
გირგვლიანზე გადაირია საქარტველო და აქ გაცილებით უარესად არის საქმე, თავად ფორუმმაც არა იცის, რავი მე არაფერი წამიკიტხავს აქ, ეგებ , იყო კიდეც თემა.
ერტი წერს FBზე : გათენების მეშინია უკვე,ყოველი დღე მოზარდის გარდაცვალებით იწყება.განსაკუთრებით ბევრია მსგავსი შემთხვევები კახეთში.დიდი ჭირი გვჭირს.
პ.ს. არ დაიწყოთ ახლა ბუღაძის გარჩევა, მასზე არ არის თემა
მიმაგრებული სურათი
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა