სოფლის -მეურნეობის პროგრამის ამოქმედების შედეგად ერთ წელიწადში,
1. სოფლის მეურნეობა გაიზარდა 12%-ით
2. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა 50-53 %-ით
3. დაფინანსდა 400 საწარმო, აქედან 70 სრულიად ახალი, დანარაჩენი კი წავიდა არსებულის გაფართოება- განვითარებაზე....
4. შარშან და წელს ერთობლიობაში მოხდება არსებული სარწყავი არხების მესამედის რეაბილიტაცია.....
(კომუნისტებმა იმდენი არხი და სადრენაჟო სისტემა დატოვეს რომ 6 წელი სჭირდება სრულ რებილიტაციასო)
5. მიდის ფერმების გაერთიანების პროცესი, უკვე რეგისტრირებულია 21 კოოპერატივი... როგორც იუწყებიან დაინტერესება დიდია
და ამაზე მეტყველებს რიგები რეესტრში.....
6. აირაის გამოკითხვით სოფლის მეურნოების ვაუჩერები აღიარებულ იქნა ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად....-------------------------------------------------------------------------
ვინც კოოპერატივს შექმნის ისარგებლებს შემდეგი შეღავეთებით:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სტატუსის მინიჭების შემდეგ , კოოპერატივი სარგებლობს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონით“განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს“ განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით) გადაცემას;
• სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია კოოპერატივებისთვისაც;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უფლებით, მიიღოს გრანტი;
• განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები.
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით:
• კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ქონების გადასახადით არ იბეგრება;
• მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი;
• სასოფლო სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-ს შემთხვევაში 200 000 ლარს შეადგენს.
..............................................................
ინტერპრესნიუსის ახალი ინტერვიუ შალვა ფიფიასთან......
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...-samshoblo.htmlშალვა ფიფია სუბიეტურ აზრში
This post has been edited by kvarkvare on 16 Apr 2014, 17:02