lasa
Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6777
წევრი No.: 1405
რეგისტრ.: 13-November 02
|
#40081337 · 4 Mar 2014, 22:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იდოს აქ ..... ვილაპარაკოთ ჩუმად და ჩავწვდებით ყველას:ცას,ჩიტს,მეგობარს,ბავშვს,ამინდს,იმ ჯარისკაცს,რომელსაც მოკლულის მზერა ახსენდება,რომლის გულშიც მზესავით წითლად ჩადის ტკივილი,რომლის თითებზეც თამბაქოს მწვანე ბოლი ბზვინვარებს და რომელიც სიზმარში ჯავრით იგინება. ხედავ წვიმს,ნეტავი დიდხანს იწვიმოს ღმერთო,ეს ოთახი,ჩემი ოთახი ბედნიერების ილუზიის სინოტივეში ამოტივტივდეს იქნებ,მაგრამ ჩვენ არ ვისაუბრებთ ბედნიერებაზე,ძველი სიზმრები არ დაბრუნდებიან.კარგია წვიმა,საუკუნეა არ უწვიმია,საუკუნეა პეიჟაზის ერთფეროვნება და განურჩევლობა ჩემს სიმხდალეს მახსენებს,საუკუნეა ჩემს სხეულში აღარავინ ლოცულობს და გაყვითლებულ მოგონებებს ხელჩაჭიდებული ტირილით შევბრუნდი სულში.ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ვანათებ ჰორიზონტზე ჩამავალ მზესავით. ნუ წუწუნებო მეტყვის მგზავრი,მეც კენჭებს გადავისვრი ნაღვლიან წყალში.ჩვენ მოწუწუნე თაობა გვქვია,ჩვენი კანონი არის შიში და გულგრილობა.კარგია გაზაფხული,ხმელი ტოტივით ავყვავილდები და ქარში ღიმილით წარვდგები.ნეტავი დიდხანს იწვიმოს ღმერთო.მგონი არც წვიმას,არც ვარსკვლავებს უფლება არა აქვთ შენს სიმშვიდეს შეეხონ,რადგან მარტოობასაც აქვს თავისი კანონი და მოვალეობა.სიმშვიდე..სიმშვიდე და ღამეა,რომელიც ერთმანეთის თვალებიდან,გაყინული მზერიდან იწყება.ჩვენ ბალახის სიხარულიც არ გაგვაჩნია და ერთმანეთის თვალებიდან ვიწყებთ კვდომას. ხმა-ჩვენ არ გვიცხოვრია ვარდისფერისა და ცისა ფერების საუკუნეებში,არ გვიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი და ქრისტიანი ბავშვის სიზმრებშიც არ ჩაგვიყვინთავს. პასუხი-ქრისტიანი ბავშვი? დაცარიელდა ჩვენი სული და როგორც ტაძარი ხმელი ფოთლებით მოეფინა.სასაფლაოზე ვიყავი ერთხელ,მე გამოვედი იქვე მდგარი ეკლესიიდან,რომელშიც არ შევსულვარ და უძრავი ზარების რეკვაში ჩემს გარდაცვალებას ვუსმენდი,ქარებს რომ მოჰქონდათ ოქროსფერი დაისებიდან,როცა მარმარილოს უტყვმა თვალებმა აირეკლეს ბავშვი,რომელიც სიბერისაგან გარდაიცვალა.მე არ მახსოვს ჩემი ბავშვობა,მახსოვს მხოლოდ რომ დიდი ხანია დაღლილობამ ფერადი ბუშტებით დაფარულ ველში გაიკვლია გზა და ცრემლებით მიკეტავს მზერას,ქარმაც შემახსენა ზამთრის ხეზე შემორჩენილი ფოთოლი რომ ვარ.ნუთუ ოდესმე გათენდება ისე სუფთად და ისე წყნარად რომ სიხარულით გამისკდეს გული.ერთხელ დამესიზმრა რომ დედამიწას სიყვარული და ოცნება მართავდა თითქოს.ჩვენ სიყვარულის მუზეუმიდან გამოვედით და გაქვავებული ფიტულების წუხილით ვცხოვრობთ.ასეთი ადამიანები ამოვარდნილი მაჯისცემასავით ფეთქავენ განუწყვეტელ შრიალში.მისტიკას ალბათ ცხოვრება ქმნის,რადგან არ შეიძლება აქ არსებობდე გულგრილი და მშვიდი. იცი,ჩემი ბალიში ყოველ ღამე ბრძანებით მიხსნის ნუ ემზადებიო ცხოვრებისათვის და იმ ბავსვის მაგალითს მახსენებს და მეჩურჩულება სიზმარში რომ იზრდება თითქოს,ვითომ დალივლივებს ცაში და გაღვიძებულს უკვირს თავისი უმწეო და სუსტი სხეულის,რომელშიც დიდი ცოდვაა დამალული,ორი ხელები ამბოხებასა და ყვირილს ხაზავენ,ყელში სასოწარკვეთა იზრდება და ამაოდ ველოდები სიმშვიდეს,რომელიც აღარც ვიცი რისთვის მჭირდება. იცი რა მინდოდა,სადმე ქოხი დამედგა,ქოხამდე წყარო გამომეყვანა,წყაროზე მთვარე ამომეკვეთა,მაგრამ აქ კაცუნებს აკლავენ თავს. სიმშვიდეს ბავშვი შეძლებს მხოლოდ და დაწყევლილი ვართ სუყველა განურჩევლად- ბავშვობის გზას ნუ დაუბრუნდიო .გამოსავალი სიყვარულშია მაინც,ჰო,სიყვარულში,რომელსაც ყველა გზა მოუჭრეს,ყველა ფეხის კიდესთან დაცინვა და შურისძიება ჩაუსაფრეს და ფოთლის შრიალი კლანჭის მუსიკად გადააქციეს. ჩვენში უფრო ის მიხრწნილი და უხიაგი ბებერი მასხარა ზის,უფსკრულის პირას რომ გვაცეკვებს.გრძნობები? -არ ვიცი,ჩემში დიდი ხანია სიხარული არ აფეთქებულა,მომავალი გაზაფხულიც დაიმარხა სადღაც,ვარსკვლავებიც გულგრილად დამცინიან,თქვენ მოგნატრებიათ ის ერთი წვეთი ცრემლი,რომელშიც შეიძლება თავი დაიხრჩო?! მინა-ყინული გავხდით,ძვლებშიც ყინული დაილექა და ყველანი ჩვენს იუდას ველოდებით.მზე გადაგვწმენდს მოღალატე სულს,როგორც დიასახლისი გადაწმენდს სუფრას და ვნატრობთ,დამიტიე მზეო! აქ კი ყოველთვის გამოჩნდება მებუფეტე,რომელიც საფასურს მოგვთხოვს დახარჯული ვნებებისათვის,დახარჯული ცრემლებისათვის,დახარჯული სიყვარულისთვის. ხმა-თქვენ თუ ყოფილხართ ვიღაცის იუდა? პასუხი-მადა? ყველაზე ბოროტი იუდათა შორის ალბათ კაცია,რომელმაც საკუთარი თავი გაყიდა გრძნობებზე.ტრამალის მგელი,მიუხედავად ტრამალ-ტრამალ სიარულისა მაინც მგელია. ახლა კი მოვრჩეთ,ჩვენ მალე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს,ახლა კი ისიც ჩაწერე,სანამ ბოლო წერტილს დასვავდე,რომ ახლა უფრო შევეჩვიე სახლში ყოფნას,ნუ გეცინება!ისიც ჩაწერე,რომ მეშინია ყოველი ახალი დღის გათენება,ჩემს გვერდით ახლა არავინ არის და იქნება ვინმემ მაინც გაიგოს,რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე,რომ დამავიწყდა ყველა სიმღერა,რომ შუადღისას კარტოფილს ვიწვავ და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას.ისიც ჩაწერე,რომ არ ვიცი რა მემართება,როცა მზე ამოდის მე კი ფარდებს ვუშვებ ბოლომდე,რატომ გაჩერდი,სანამ ბოლო წერტილს დასვავდე ჩაწერე,რომ მესიზმრება ბაბილონი ინგრევა თითქოს და ძილში ვხედავ ავარვარებულ წითელ სახეებს,რომ ჩემს სიკვდილთან სამყაროც მოკვდება თითქოს,ისიც ჩაწერე რომ გავყიდე ძველი ნივთები,სანამ ბოლო წერტილს დასვავდე,რომ ზოგჯერ დანას ვერ ვპოულობ,რომელიც თურმე ხელში მიჭირავს,რომ მეშინია მისი წკრიალის,მისი ტკბილი მიმზიდველობის.ისიც ჩაწერე,რა დაგემართა,რომ ღამით აღარ ვაქრობ სინათლეს,რომ მეშინია,რატომ გაჩერდი,სანამ ბოლო წერტილს დასვავდე ჩაწერე როგორ მაკლდება თვალში,როგორ დავდივარ პანაშვიდებზე,ისიც ჩაწერე,რომ ვერაფრით შეძლო ერწმუნა,თუმცა ბევრს ეცადა,რა დაგემართა?რატომ ცახცახებ?რომ დავწვი ყველა ძველი სურათი,ისიც ჩაწერე,სანამ ბოლო წერტილს დასვავდე,რომ წერტილია ჩემი ბოლო უსასრულობა.რა დაგემართა?..რა დაგემართა?..რატომ ცახცახებ?....
This post has been edited by lasa on 4 Mar 2014, 22:51
|