ყველაფერს სწორედ და პრიორიტეტთა რიგითობის დაცვით ვაკეთებთ ამ ეკას დასაკერად თუ ვერა?...
ეკაში ტრიუმფალურად ან საწყლურად მაინც შესასვლელად ფუნდამენტურ ბაზისურ ცვლილებებს ვაწვებით
(საარჩევნო, სასამართლო, ეკონომიკურ-სოციალური, ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების საგარანტიო ევრორეფორმები) თუ კოსმეტიკურებით შემოვიფარგლებით
(ლგბტს აბლატავება, ტექასმოტრის გაფენიქსება, ციფრული ტელევიზიის და მინიმუმ ევრო 4 სტანდარტოის ავტოიმპორტის დაანონსება, შრომის კოდექსის ევროსტილზე მოქაჩვა, ვირიან ურმებზე პავაროტნიკების დანავაროტკების დავალდებულება, ხორკლიან-ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა თუ დაკანონება /აღარც მახსოვს რა უნდოდათ ამ უწყინარი განდონებისგან/ და ა.შ.)?...
ბოლო დროს გახმაურებული მოვლენებიდან აღსანიშნავია, რომ ცოცხალი თავით არ ვთმობთ მიმყურადებელი აპარატურების დემონტაჟის საკითხებში, ასევე მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის ამოქმედების გაუთავებელი დაკონსერვების პოლიტიკას და ცხადია, ერის ძალზედ გამაღიზიანებელ ლგბტ-კანონმდებლობის შემოღებაში არაფრით ვიხევთ უკან
(არადა ამ უკანასკნელს არც გვთხოვს ეკა, მის გარეშეც ჰყავს ასოც-წევრებად ალჟირიც, ეგვიპტეც, ლიბანიც და წარმოიდგინეთ, სირიაც კი... ამ ფაქტიურად შარიათულ ქვეყნებში სექსუალური ნაირფერეთის დისკრიმინაციის დამცველ და მითუმეტეს, ამბლატავებელ კანონმდებლობებზე ზედმეტია საუბარი... შევიტენეთ ეს გეი-მორგებული კანონმდებლობა ოდენ უვიზო შოპინგისთვის ევროქვეყნებში, არადა ჩვენი არაევრო ხელფასებით ჩვენი მოსახლეობა ხომ მხოლოდ ამ ევრო შოპინგ-ტურებზე ოცნებობს და სხვა ვერაფერზე რა...
)ცხადია, ეკა უპირველესად ცდილობს გაიერთიანოს ისეთი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობები არაა დანევროზებული და შედეგად, არაა მათგან მოსალოდნელი დიდი არეულობები და აფეთქებები, და ხასიათდებიან მყარი გაწონასწორებითი სტაბილურობით, რამეთუ ოდენ ამ კონდიციით თუ მიიღწევა შემდგომი წინსვლები ქვეყნებში და ერებში... ჩვენი მრავალმიშტანჯული მოსახლეობა კიდევ, როცა დაპირებისამებრ არც პენსიები იზრდება, არც კომუნლურები იაფდება, არც საწვავი ფასნახევრდება, არც უმუშევრობა იკლებს, არც სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრება იწყება და არც არც მთავარზებრა იჭირება, მისდანატოვარი ღრუსული მავთულხლართები კი გვეჭირება და გვეჭირება, მალე ზედანევროზებული 41-ჯერ და მეტჯერაც მოიკითხავს ოცნებას სრულიად არასაოცნებო სიტყვებით და მზერებით...
This post has been edited by kodeqsi on 9 May 2014, 03:54
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...