საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა
15:34 09-05-2014
საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა
ფოტო
ქედის მოდრეკით დიდ მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ, თქვენ მხრებზე გადაატარეთ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.
მისი თქმით, ამ ადამიანებმა თავისი სიმამაცით, თავისის გამტანობით, შეუდრეკელობით, დაამარცხეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ვერაგი და ბოროტი ძალა.
"თქვენ დაამარცხეთ ძალა, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო, რომ არა მხოლოდ ქვეყნები დაეპყრო, არამედ აღეგავა პირისგან მიწისა ის ღირებული, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ადამიანები. მინდა, ასევე მოვულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსოფლიოში ყველა ადამიანს, რადგან დღევანდელმა გამარჯვებამ მისცა შესაძლებლობა კაცობრიობას, გაეგრძელებინა ცხოვრება. გილოცავთ. ქედის მოდრეკით დიდ მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ თქვენ მხრებზე გადაატარეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა და ათი ვეტერანი სხვადასხვა ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა, ხოლო 300-მდე ვეტერანს პროდუქტების 100-ლარიანი ვაჩური გადასცა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...maspindzla.html