#40938983 · 15 May 2014, 12:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვ. სპარსულ ერთ-ერთ დიალექტზე, ქართულ ტომებს "გურგ"-ებს ეძახდნენ და იმ ტერიტორიას კი სადაც ეს ტომები ცხოვრობდნენ "გურგია"-ს. კასპიის ზღვას ამის გამო გურგანიის ზღვა ერქვა, აგრეთვე არსებობს სოფელი გურგანი კახეთში. გურგიდან მივიღეთ გოგარენა, გუგარქი. ვახტანგ გურგასარ (გორგასარ, გორგასალი) სპარსულად ნიშნავს არა მგლის თავას, როგორც ზოგს ჰგონია არამედ გურგების თავს, "გურგ" ნიშნავს გურგებს, ხოლო "სარ" თავს ე.ი. გურგების თავი ანუ გურგების წინამძღოლი-ვახტანგ გურგასარი(გორგასალი). გურგიას ასურული და არაბული გურზან შეესაბამება, აგრეთვე ახალ სპარსული გურჯია და სლავური გრუზია. ეხლა რაც ყველაზე მთავარია, ამ ტერმინის ბერძნების მიერ ჩვენს მიმართ ანუ კოლხების მიმართ გამოყენება განვიხილოთ. მაშასადამე ბერძნულში შევიდა ეს გურგი, გურგების ქვეყნის სახელი და ბერძნებმა გვიწოდეს გეორგია და აქედან მთელმა ინდო-ევროპელებმა სამყარომ საქართველოს უწოდა გეორგია, ჯორჯია, ჟორჟია, ხორხია და ა. შ.
|