გუშინ 4898 ბრძოლაში გამარჯვებულმა გენერალმა ტუნგუსკამ(რომლის სახელსაც უკავშირდება მტრის 7200 ტანკის განადგურება) ანგარის საყარაულოში დაიბარა ტანკის მეთაურები საგანგებო ბრიფინგზე. შეხვედრის მთავარ თემა იყო ლეოპარდ პტ-ა-ს სავალალო მდგომარეობა(დაახლოებით 150K ოპიტი გატოპვამდე). შეხვედრამ 1 საათს გასტანა და მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა ტანკისტების პროტესტს, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ტანკის მეთაურები ერთხმად დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას რომ, სანამ ლეოპარდი აზრზე არ მოვა სვაბოდნი ოპიტს სხვა არც ერთი ტანკი არ გამოიყენებდა და სულ მოხმარდებოდა ზემოთხსენებულ გაჭირვებულ ტანკს. მაგრამ როდესაც მენეჯერმა წარმოადგინა დეტალური ხარჯთაღრიცხვის ბარათი აღმოჩნდა, რომ სიტუაცია ბევრად უფრო სგანგაშო იყო ვიდრე იქ არსებულ ბატონებს წარმოედგინათ.
მენეჯერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან გაირკვა:
სვაბოდნი ოპიტების ოდენობა 10K(!!!).
თვითონ ლეოპარდის მიერ მოგროვებული ოპიტი 16K.
პირველ რიგში შესაძენ მე-10 თაობის ძრავს(MTU MB 838 CaM 500) კი 33K ოპიტი სჭირდება.
აქ ბატონები ისე აყაყანდნენ რომ თარჯიმნები ვერ ახერხებდნენ ნორმალურად ეთარგმნათ რუსული ტანკის მეთაურებისთვის. შეგახსენებთ რომ ბრიფინგი გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა.
გენერლის მიერ მაგიდაზე მუშტის დაბრახუნებამ შედეგი გამოიღო და ტანკისტები მიხვდნენ რომ ეს სამხედრო თათბირი იყო და არა რომელიმე საპარლამენტო კომიტეტის შეკრება. (ხმაზე ასევე გამოეღვიძა ყარაულს, რომელიც უცებ გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და უხმოდ დაიწყო მაგიდიდან იატაკზე გადმოყრილი დომინოს ქვების აკრეფა).
ტანკის მეთაურების გამოსვლები:
პირველი სიტყვით გამოვიდა ბორშის მეთაური, სახელები კონფინდეციალურია(სინამდვილეში სამსახურში ვარ და ზეპირად არ მახსოვს

).
მან განმარტა რომ, ის ძალისხმევას და 150მმ გოლდებს არ დაიშურებდა სვაბოდნი ოპიტების მოსაგროვებლად, ასევე მან დასძინა თუ ვრცხლიც კარგად შემოსდის და მისი თავდაუზოგავი ბრძოლა ბიუჯეტს არ დააზარალებდა, თან ეკიპაჟს სკილებს განუვითარებდა.
მას ეგრევე დაეთანხმნენ Waffenträger auf Pz. IV-ს და Waffenträger auf E 100 მეთაურები მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ მე-10 ლეველის ვაფლის მეთაურმა უსიტყვოდ დაიქნია თავი, რადგან მან კარგად იცოდა თუ რა ძვირი უჯდებათ სხვა ტანკებს მისი შენახვა. მე ვფიქრობ უფრო სიტუაციის ესკალაციას მოერიდა და ამავედროს მან იცოდა რომ ერთადერთი მე-10 ლეველის მეთაურია და მას განსხვავებული აზრის წარმოთქმა და ამით გამოწვეული აჟიოტაჟი ცუდად დაამახსოვრდებოდა გენერალს და გაჩუმება ამჯობინა(იგი ამავდროულად შიშობდა არ ჩამოერთმიათ პირველობა, რადგან უკვე 3 ტანკის მეთაური ელოდება მე-10 ხარისხში აყვანას).
ე-75 მეთაური ასევე დაეთანხმა წინადადებას და დაამატა: მართალია მე უკვე გატოპილი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მიკლია ე-100-მდე. მოვაგროვებ ოპიტებს და სვაბოდნი რაც მექნება მშვიდობაში მოახმაროს ლეოპარდსო, სტალნაია სტენებს არ მოგაკლებთ და რაც მთავარია ვერცხლსაც იმდენს ვშოულობ რომ სხვისი სარჩენი არ ვარო, რაზედაც ტანკისტებს გაეღიმათ, მხოლოდ Waffenträger auf E 100 მეთაური გაწითლდა და თავი ჩაღუნა. (ე-75 მეთაურის გამოსვლა ისე გაუხარდა ყარაულს, განსაკუთრებით მშვიდობა რომ ახსენა რომ სიხარულისგან წამოიძახა: რა მაგარია დომინოს ოთხ კაცზე ვითამაშებთ თორე ამ იაპონელს სულ ვუგებ და თამაშის ხალისი აღარ მაქვსო. მისი სიხარული წამიერი აღმოჩნდა, მოჰკრა რა გენერლის შეჭმუხნულ წარბებს თვალი, ბოდიში მოიხადა და თვლემა განაგრძო).
შემდეგ სიტყვით გამოვიდა ერთადერთი არტილერისტი G.W. Panther-ის მეთაური, დასჭექა:
მე მზად ვარ დავეხმარო ამახანაგ ლეოპარდს! და ეგრევე გადავიდა წუწუნზე: რაც G.W. Tiger (P) გავხსენი X2-თვისაც კი აღარ ვიბრძვი და ასე ვერაფერს გავაკეთებ, მიყიდეთ გვ ტაიგერი, სვაბოდნი ოპიტებს სულ ლეოს მოვახმარ, როგორც ვატყობ არტილერია ისევ არ არის პრიორიტეტულიო.
გენერალს ჩაეღიმა ულვაშებში და არტილერისტის წუწუნზე და დაპირდა: ეს მარათონი გადავაგოროთ და მალე მოგხედავ შენცო.
Pz.Kpfw. II Ausf. G-ს მეთაურმა ხელები გაშალა: აბა მე პატარა კაცი ვარ, ყველამ კარგად იცით რომ იშვიათად მეძლევა საშუალება ბრძოლაში თავის გამოჩენის და ასე თუ გაგრძელდა ბიზონს როდის მოვკლავ ღმერთმა იცისო( გენერალმა პზ შეიძინა ბიზონის მოსანადირებლად, რათა მას გერმანიის ექსპერტის მედალი მიეღო, მას ხომ მედლები საკუთარ ოჯახსაც ურჩევნია

).
შემდეგ სიტყვით გამოვიდა Panther II მეთაური:
_ ვუთანაგრძნობ ლეოპარდს და შევდივარ მის მდგომარეობაში, მაგრამ ასე ხო არ შეიძლება ყველამ მისი გულისთვის ვიბრძოლოთ, ჩვენც ხომ გვინდა ახალი ქვემეხები და კოშკურები.. დღეს ბატონო გენერალო E 50-ს ვხსნი და თავისუფალი ოპიტები მეც დამჭირდება. დაამთავრა სიტყვა და უშნოდ გაიღრიჭა.
Panther II მეთაურის სიტყვა მოეწონათ რუს მეთაურებს, განსაკუთრებით კვ-2-ს მეთაურს, იმედი მიეცა ღირსებოდა რომელიმე ახალი ქვემეხი ან ძრავი მაინც.
გენერალმა განმარტა:
_ ბატონებო, აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ლეოპარდს და აქ თქვენი წუწუნის მოსასმენად არ მოვსულვარ. თვალი თვალში გაუყარა Panther II -ს მეთაურს და მკაცრი ტონით მიუგო: კარგი ბიჭი ხარ, თავი გამოიჩინე, შენი მოცემული სიტყვა შეასრულე რომ Panther II -ით Indien-Panzer-ზე კარგ შედეგს დადებდი მაგრამ ხო არ გავიწყდება მარათონი რომ არა ახლაც VK 30.02 (M)-ით უნდა დადიოდეო? ან რა გახდა ერთი კამიკაძე რომ ვერ აიღე? ხო ხედავ ტ-44 და სვეტლიაკების ტარანში არავინ არაფერს არ გაძლევსო.
Aufklärungspanzer Panther -ის მეთაური: ბოლოს როდის შევედი ბრძოლაში აღარც კი მახსოვს, 483 ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა და ჩემი ტანკის სახელი მაინც ვერ დაიმახსოვრეთ, შეგუებული ვარ რომ არ მაფასებთ, მაგრამ მე მაინც მზად ვარ თავი გამოვიჩინო თუ თქვენი ნება იქნება ბატონო გენერალო. მასტერებზე არაფერს ვამბობ 10 კამიკაძე მაქვს აღებულიო და ამაყად გადახედა Panther II-ს მეთაურს.
გენერალმა ისე რომ არც კი შეუხედავს რუსი მეთაურებისთვის(თუმცა რეგლამენტით მათაც ეკუთვნოდათ სიტყვა) განაგრძო:
_ საკმარისია, დღეიდან ჩვენ ყველა ლეოპარდები ვართ, გაათმაგებული მონდომებით შევუდგეთ საქმეს და ხო იცით მე არ გამომეპარება თქვენი წარმატებები და დაგიფასდებათ, აგერ ბორში და Waffenträger auf Pz. IV ხო დავიტოვე და არ გავყიდე რომ დავინახე მათი მონდომებაო.
მენეჯერმა უჩურჩულა გენერალს: - პატივცემულო რუსებისთვის არ მოგვისმენიაო.
გენერალმა მიუგო: ეგენი მაინც გასაყიდად მყავს გამზადებული, თუ ვერ გავყიდე ჯართში მაინც ჩავაბარებო და თარჯიმანს თვალით ანიშნა არ ეთარგმნა ბოლო სიტყვები(ალბათ იფიქრა ვოვასთან არ მიჩივლონ და რომ ჩავუბარებ ჯართში მერე რაც უნდა ის უქნიათო).
გენერალმა სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა და მეთაურებს წარმატება უსურვა. შემდეგ მოთმინებით დაელოდა ყველას გასვლას საყარაულო ოთახიდან, გააღვიძა ყარაული და უთხრა: ადექი დომინო მეთამაშე კომპიუტერთან ჯდომა ყელში ამომივიდაო.
პ.ს. ამ სხდომას ონლაინ რეჟიმში სკაიპით თვალს ადევნებდა ტ-49 მეთაური, მაგრამ ინტერნეტი ისე ჭედავდა რომ სიტყვაში ვერ გამოვიდა და ვფიქრობ ბევრიც ვერაფერი გაიგო.