2013-04-08 12:00:00
მოსაკრებლის გაზრდის გამო „ფლატე“ მუშაობას დროებით აჩერებს რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
მინერალური და მტკნარი წყლის კომპანიები მოსაკრებლის ზრდაში საქმიანობის შეფერხების საფრთხეს ხედავენ. შეგახსენებთ, რომ მოსაკრებლის ზრდის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული კვირის ბოლოს მიიღო.
„ფლატე“ მოსაკრებლის გაზრდის მოლოდინში მუშაობას დროებით აჩერებს. კომპანიის დირექტორის თქმით, „სტარტ–აპზე“ მყოფი კომპანიებისთვის ეს დამღუპველია. მისივე განცხადებით, მოსაკრებლის გაზრდის პირობებში „ფლატეში“ დასაქმებული 300–ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩება, ხოლო დამფუძნებლები გაკოტრდებიან.
„საირმეს“ გენერალური დირექტორის თქმით კი, ყოველი ცენტით ზრდა პროდუქციის კონკურენტუნარიანობას შეამცირებს. მტკნარი წყლების კომპანია „რაჭის წყლების“ წარმომადგენლის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით რაჭის რეგიონში არსებულ ერთადერთ წარმოებას საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ: მოსაკრებლის ზრდას მიუღებლად მიიჩნევს “ბორჯომი”. საკითხზე პოზიცია საჯაროდ ამ დრომდე არ დაუფიქსირებია “ნაბეღლავს”. მინერალურ წყალზე მოსაკრებელი 300, ხოლო მტკნარ წყალზე 200%–ით იზრდება.
http://commersant.ge/?id=15893ეს ყველაფერი ქოცების კისერზეა , , "თავისუფალი ბიზნეს გარემო"
This post has been edited by LAZIKA-GEO on 8 Apr 2013, 14:34
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.
ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.