წინა თემა 100 გვერდს გადაცდა და გადმოვიდეთ უკვე ახალ თემაში, გუნდური ევროპა აქეთ გავაგრძელოთ.
აბა შევუბეროთ და ეს თემა წინაზე კიდევ უფრო იღბლიანი ყოფილიყოს!
წინა თემები
ქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდოქართული ძიუდო (post #37876087)ქართული ძიუდო (post #39901441)ძიუდო — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. სპორტის ოლიმპიური სახეობა.
http://www.gjf.gehttp://www.ijf.org/http://www.ippon.orghttp://www.ippon.tvhttp://www.eju.net/http://www.intjudo.eu/http://www.judovision.org/ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 66 კგ





ლაშა შავდათუაშვილი-მასაში ებინუმა(იაპონია) ნახევარფინალი 66 კგ ლონდონის ოლიმპიადა 2012
http://www.myvideo.ge/?video_id=1778030ლაშა შავდათუაშვილი-მიკლოშ უნგვარი ფინალი 66 კგ ლონდონის ოლიმპიადა 2012
http://www.myvideo.ge/?video_id=1778026ლაშა შავდათუაშვილი დაჯილდოვების ცერემონია ლონდონის ოლიმპიადა 2012
http://www.myvideo.ge/?video_id=1778033

* * *
ჩოჩიშვილი შოთა
დაიბადა 10.07.1950, ღვლევი, ქარელი. ძიუდო (93 და 95 კგ). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი. ჰოლანდიის (1974), იაპონიისა (1971, 74) და ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
ხაბარელი შოთა
დაიბადა 26.12.1958, ძლევისჯვარი, ქარელი. ძიუდო (78 კგ). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1997-იდან). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
ხახალეიშვილი დავით
დაიბადა 28.02. 1971, ქუთაისი. ძიუდო (+95 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1993) და სამგზის მესამე (1991, 93, 95) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 – +95 და აბსოლუტური, 1996) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ (1991), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში აწონვაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
ზვიადაური ზურაბ
დაიბადა 02.07.1981, ახმეტა. ძიუდო (90 კგ). პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (2004, ათენი). მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (2002), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000), მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი (1998). ღირსების ორდენის კავალერი.
ირაკლი ცირეკიძე
ირაკლი ცირეკიძე (დ. 3 მაისი, 1982) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში 2007 წელს.
2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით. 2008 წლის 13 აგვისტოს ცირეკიძემ მეტოქეების დამარცხებით ქართულ ოლიმპიურ გუნდს მეორე ოქროს მედალი შეჰმატა.
* * *
კიკნაძე ანზორ

26.03.1934, ბადიაური. საგარეჯო – 06.09.1976, თბილისი. ძიუდო (93 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66) და ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
კიბორძალიძე აკაკი

17.08.1962, ქუთაისი – 16.07.2001, იქვე. ძიუდო (+ 95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1989), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და მეორე პრიზიორი (1988), თბილისის საერთაშორისო ტურნირის 5-გზის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ქიბროწაშვილი ანზორ

დაიბადა 25.10. 1939, ახმეტა. ძიუდო (93 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 65) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი
ონაშვილი გივი

დაიბადა 27.07.1947, პატარძეული, საგარეჯო. ძიუდო (+95 კგ). მიუნხენის ოლიმპიური თამაშების (1972) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1974, 75) და გუნდურ (1970) პირველობაში, სამგზის მეორე (1969, 72, 76) და მესამე (1971) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1973) და ბრინჯაოს პრიზიორი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1970, 72). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი
* * *
ხუბულური თემურ

დაიბადა 24.04.1955, სკრა, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81), 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
* * *
კურტანიძე კობა

დაიბადა 13.10.1963, რიეთი, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 91), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 86, 87, 88, 89, 90, 91). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
ჩიკვილაძე ფარნაოზ

14.04.1941, ჩაბინაანი, ახმეტა – 14.06.1966, მოსკოვი. ძიუდო (80 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1964, 66) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1964). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ხარშილაძე რამაზ

დაიბადა 16.01.1951, ნაცარგორა, ხაშური. ძიუდო (95 კგ). 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
თენაძე გიორგი

დაიბადა 24.05.1962, გორი. ძიუდო (71 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), ევროპის თასის მფლობელი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ტოტიკაშვილი ამირან

დაიბადა 21.06. 1969, მარტყოფი, გარდაბანი. ძიუდო (60 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89) და მესამე პრიზიორი (1990), “კეთილი ნების თამაშების” ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1989). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
This post has been edited by datu on 26 Apr 2014, 22:10