რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი ამაზე , ახლა laki სგახსნილმა თემამ ისევ დამაფიქრა ))
რაც გვაქვს თუ გვაქვს საამაყო ეს ჩვენი ისტორიაა, ამდენსაუკუნოვანი ,მდიდარი და ტრაგიკულიც
ერთერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში არის ოქროს საწმისი, ტრაგედია მედეაზე და რაშია საქმე, ამ ჩათლახმა ევრიპიდემ, ქრთამი 5 ტალანტი აიღო კორინთოელებისგან და რომ მათი ჩადენილი უდიდესი ცოდვა და სირცხვილი, მედეას შვილების ეკლესიაში დახოცვა შეეტენა მედეასთვის , და ტრაგედია რომელიც მსოფლიოშია ცნობილი , ამ პირველ საცოდავ ქართველ ქალს საშინელ ჩირქს სცხებს , ქრთამის აღებას ადასტურებენ კლავდიუს ელიანუსი , ასევე სქოლიასრტი ,პარმენისკე და რავი კიდე მრავალი მეცნიერი და მწერალი
ხოოდა, ხო გვინდა ჩვენი ქვეყნის პიარი , 21 საუკუნეა და გვჭირდება ბოლობოლო
ხოდა გამოვყოთ 250 მილიონი

200 ჰოლივუდს და 50 ევროპას
ორივე ფრონტზე შევუტიოთ , მასებს ჰოლივუდურად და ინტელექტუალებს ევროპული მაღალი ხელოვნებით
კამერონს ან ვინმეს მივცეთ 200 მილიონი და მაგარი სცენარი , მედეას როლზე -ანჯელინა ჯოლი , მოუხდება ეს როლი, აიეტი - ჯერემი აირონსი და იასონი - ველ კილმერი ( ეს ტეტია უნდა იყოს

)
რაღაცით უნდა იყოს ეს ფილმი თელ სოფლიოში პირველი ან ყველაზე მეტი გადახდილი რეჟისორზე ან ანჯელინა ჯოლიმ თავი უნდა გადაიპარსოს ამ ფილმისთვის რომ სკანდალი სდევდეს თან და რაც მასას უყვარს სულ რომ გაშუქდეს უცხოურ პრესაში .
ხოდა ფილმში ,უნდა იწყებოდეს თანამედროვეობიდან მოყოლა ისტორიის და აჩვენონ ახლანდელი კოლხეთი,თბილისი თავისთავად და იქ ისტორიული საბუთი წაიკითხონ რომ გაყალბებულია ამ ქალის ისტორია და აი როგორ იყო და მოკლედ :DDDDD და რომ აი რა ძირძველი ერი ვართ ერს კარგად ჩანდეს და არ ვართ რუსები კიდე, თორე ქართველი რომ ამბობ რუსი გონიხართ ,რავინ არ იცის სადაა გეორგია
ამას მოვაყოლოთ ევროპის ინტელექტუალური შტურმი ტრიერმა გადაიღოს ტილდა სვენტონით მედეას როლში და უილიამ დეფო იასონი და იქ ხასიათების ჭიდილი და ტრაგედიები , რომ კანში წარადგინონ თუ პალმის რტოს ვერ ვერ მოვიგებთ , კანდიდატი მაინც რო იყოს
თან გაცვეთილი სცენარი არაა
მითხარი რომელ პიარს არ ჯობია, მერე მოვაწყოთ ტურები ფილმის პავილიონებიდან ერთი ტურისტებისთვის დავტოვოთ და რაღაცა მოვუფიქროთ , თორე აგერ გნიდა რუსებმაც კი დაიწყეს ჩვენია ოქროს საწმისიო , ბერძნებმა ყველაზე ცუდი შეტენეს რაც შეიძლებოდა და ჩვენ არც კი ვწრიპინებთ , ხოდა ერთი 15 წელი პიარი არ დაგვჭირდება
ახლა საქმეა 250 მილიონი
ჰა, რას იტყვით )))))
მერე რომ მოგვაწყდებიან ტურისტები და გავმდიდრდებით , შევაგდოთ აღმაშენებელი, დიდგორის ბრძოლა , 300 არაგველი , მაია წყნეთელი და შევალთ ეშხში