“დიდი პასუხიმგებლობა მართებს ყველას, ვინც მცხეთაში ცხოვრობს”
როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, არ შეიძლება, მცხეთაში მცხოვრები ურწმუნო, მოუნათლავი და ჯვარდაუწერელი იყოს.
“ის კათალიკოსი, რომელმაც ეს ტაძარი ააშენა, მცხეთას ისე არ ახსენებდა, რომ “წმინდა” არ დაეყოლებინა. დიდი პასუხისმგებლობა მართებს ყველას, უპირველეს ყოვლისა, სამღვდელოებას, პატრიარქს, რომ ღირსეულად მოვიქცეთ, გავაძლიეროთ ლოცვები, მარხვა. არ შეიძლება, მცხეთის მცხოვრებლები ურწმუნო, მოუნათლავი და ჯვარდაუწერელნი იყვნენ; არ შეიძლება, წმინდა ქალაქში ცხოვრობდე და არ ლოცულობდე ძილის წინ და დილით. ეს ყველაფერი აუცილებელია ბედნიერებისთვის”, - განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ინიციატივით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა."
....
მე მეჩვენება თუ სულ უფრო და უფრო კატეგორიული ხდება ეს ქადაგებები?
"არ შეიძლება", "უნდა" და ა.შ.
აქამდე თუ იძახდნენ, რომ ლოცვა, მარხვა და ეკლესიური წესით ცხოვრება, არის ნებაყოფლობითი და ისევ ჩვენი სულისთვისვეა სასიკეთო, ეხლა რა გამოდის : თუ მე ვარ მცხეთელი და ვარ ათეისტი,ან თუნდაც არ ვმარხულობ და ლოცვებს არ ვკითხულობ, მცხეთის "წმინდა" მიწას ვბილწავ ჩემი არსებობით და ის დროა ჩემოდნებს ვალაგებდე უკვე ხო?! თუ რაღაც არასწორად გავიგე? თან მრევლისთვის ხომ ეს სიტყვები კანონზე უზენაესია, ალბათ სადღაც ოდნავ კრიტიკული აზრი რომ გამოვთქვა კი არა და პირჯვარი არ გადავიწერო "მარშუტკაში"სვეტიცხოვლის გამოჩენისას სახალხოდ ჩამქოლავენ; ან არაქრისტიანმა მცხეთელებმა რა ქნან?
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის ძალიან დისკრიმინაციული განცხადება, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის მიმართ.
ან იქნებ ვაზვიადებ მაინც?
This post has been edited by gnostik on 7 Apr 2014, 21:00