1. უცხოპლანეტელებზე საუბრისას ჰოკინგს აქვს ნათქვამი, რომ ძალიან განვითარებული ცივილიზაციის შემთხვევაში (რომელიც თავისუფლად დასეირნობს კოსმოსში) შესაძლებელია დაბერების პროცესი შეჩერდეს. უფრო ზუსტად ასე ამბობს:
"მათ შეიძლება შეჩერებული ჰქონდეთ დაბერების პროცესი და პოტენციურად უკვდავები იყვნენ. უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს მომენტი შესაძლოა მილიონობით წლების წინ გაიარეს."
2. მიჩიო კაკუც იგივეს ამბობს, რომ გენებში ჩარევა შორეულ მომავალში ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ასევე აყენებს ვარაუდს, რომ ოდესმე ადამიანები შეძლებენ, კიბორგის მსგავსი არსებები გახდნენ. ანუ ტვინში არსებულ ინფორმაციას ციფრულ რეჟიმში გადაიყვანენ და შემდეგ რობოტის მსგავს მექანიზმში შეიყვანენ. უხეშად რომ ვქვათ, ტრანსფორმერებში რომ უცხოპლანეტელთა რასაა

3. National Geographic-ის მიერ წამოყენებული მომავლის 4 ვერსიიდან ერთ-ერთიც იმავეს ამბობს, რომ ადამიანები ელექტრონულ უკვდავებას მიაღწევენ. ტვინის ინფორმაცია იქნება ჩიპის სახით და ჩაიდგმება განვითარებულ რობოტში, ის რობოტი თუ გაფუჭდება, ახალში და ასე უსასრულოდ.
4. ცივილიზაციის 3 ტიპზე საუბრისას მიჩიო კაკუ ამბობს, რომ:
"II ტიპის ცივილიზაცია: ეს ცივილიზაცია ვარსკვლავურია. მათ უკვე ამოწურეს პლანეტის რესურსები და ენერგიას პირდაპირ დედა-ვარსკვლავისგან იღებენ. ისინი იყენებენ მზის აფეთქებებს და მისი ენერგიით ამუშავებენ (კვებავენ) უზარმაზარ მექანიზმებს."
"როცა II ეტაპის დონეზე ხარ, უკვდავი ხდები. იქიდან, რაც კი დღეს მეცნიერებისთვის არის ცნობილი, ვერაფერი გაანადგურებს მეორე ტიპის ცივილიზაციას. სუპერნოვასაც კი არ შეუძლია ეს. ისინი ან სხვა პლანეტაზე გადაინაცვლებენ, ან უბრალოდ შეაჩერებენ ამ დამანგრეველ პროცესებს."