იდეალური იმას ნიშნავს რომ რესპუბლიკაში სოკრატეს დიალოგების მიხედვით ცდილობენ წარმოიდგინონ იდეალური ქალაქი, რომელსაც ნაკლი არ ექნება
Luarsab1სწორი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ არსებობს, დასავლური პოლიტიკური თეორიის ერთ-ერთი საწყისია და ნამდვილად ყველაზე გავლენიანი ნაშრომი. ლოკიან, მარქსიან, რუსოიანად ყველა აციტირებდა საკუთარ ნაშრომებში. დროთა განმავლობაში იცვლება შესაბამისად ინტერპრეტაცია.
მაგრამ საბაზო იდეა მაინც ის არის რო იდეალური ქალაქის იდეა იდეალურ სამართალზე დგას და ზოგადად ასე იწყება წიგნი. იმის გარკვევას ცდილობენ პერსონაჟები სამართალი და სამართალიანობა რას ნიშნავს. შედეგი ის არის რომ იდეალურ ქალაქში ადამიანის შინაგანი და ქალაქის სამართალი ორივე ერთ პრინციპზეა აგებული. 3 განსხვავებული სტრუქტურა და მათი ჰარმონიული ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე, მოკლედ რომ ვთქვათ რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
მაგრამ პლატონი ძალიან ცუდად აგებს არგუმენტებს, ძირითადად სოფიზმებს და სილოგიზმებს იყენებს. შედეგიც ცუდი დგება, საკმაოდ ავტორიტარული ქალაქი გამოდის, აშკარად ცუდად გაწერილი იერარქიით და ძალაუფლების გადაცემის პრინციპის არარსებობით.
მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი პლატონის მცველების და ფილოსოფოსი მეფის იდეა საოცრად არაპრაქტიკულია. პლიუს ტყუილზე იგება მთელი სახელმწიფო (მეტალების ტყუილი).
ზოგადად რესპუბლიკაში ბევრად უფრო საინტერესო ცოტა უფრო გვიანი თავებია, სადაც იმპერიალიზმზე, დემოკრატიაზე, ოლიგარქიაზე, ტირანიაზე და.ა.შ საუბრობს
ბევრი ლაპარაკი შეიძლება ისე ამ წიგნზე, მაგრამ კონკრეტულად შენ რა გაინტერესებს, ზოგადი დასვკნა ამ ქალაქზე თუ რაიმე უფრო კონკრეტული?