იაშვილის კლინიკაში დეპარტამენტის ხელმძღვანელს პაციენტის ბაბუა დაესხა თავსდღეს დილით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს , პროფესორ პაატა გვეტაძეს, სამსახურში მისულს პაციენტის ბაბუა დაესხა თავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის საავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თავდამსხმელმა პაატა გვეტაძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დააზიანა მისი კუთვნილი ავტომანქანა.
საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები სახის მიდამოში და ტვინის შერყევა.
ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. თავდამსხმელი იძებნება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ, 10:00 საათზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები 15 წუთიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...skha-thavs.htmlბაბუა ეტყობა მაგარი გამწარებულია
This post has been edited by tintoreto on 29 Apr 2014, 00:47
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი