თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობა ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვაა.
ენერგეტიკა ის სტრატეგიული დარგია, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხს და ქმნის განვითარების ახალ პერსპექტივებს.
ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რომელთა მიზანიც საქართველოს ელექტრომომარაგების დივერსიფიკაციაა და ქვეყნის ენერ¬გე-ტი¬კული სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფაა.
ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, კიდევ ერთი ასეთი პროექტის განხორციელების დასაწყისია.
პროექტის მიხედვით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“, ერთობლივად განახორციელებენ 500-220 კი¬ლოვოლტიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობას სოფელი ლიასთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი 200 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას.
პროექტის ღირებულება 50 მლნ ევროა და მისი დასრულება 2016 წლისთვის იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება გაზრდის გადამცემი ქსელის საიმედობას და გააღრმავებს მეზობელ ქვეყნებთან საექსპორტო სიმძლავრეების ტრანსპორტირებასა და ვაჭრობას, ხელს სეუწყობს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას.
მინდა თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენ პარტნიორებს, ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და იმედი გამოვთქვა, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ენერგეტიკის განვითარებაში.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.4...67654878&type=1

.