უშედეგოდ დასრულებული 6-საათიანი მოლაპარაკება და მუქარისშემცველი განცხადებები ერგნეთში. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სასაზღვრო ზოლში მომუშავე ქართველ სამართალდამცავებს ემუქრება და პატრულირების დროს სპეციალური რუქების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ქართული დელეგაცია დღევანდელ შერეულ შეხვედრაზე ოთხი თემით იყო ჩასული, თუმცა შეთანხმება ვერცერთ საკითხზე ვერ შედგა, მათ შორის ვერც გატაცებულებთან დაკავშირებით. საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. სავარაუაოდ, ისევ ცხინვალის იზოლატორში იმყოფება ხაშურის რაიონის ის ორი მკვიდრიც, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს.
ნინო ფისაძე აშუქებდა ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკებას - განცხადებებით დასრულდა მორიგი შეხვედრა?
This post has been edited by wox1997 on 29 Apr 2014, 23:18