mtavrishvili
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9085
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11
|
#40765225 · 30 Apr 2014, 11:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ე. წ. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმა და უკრაინის კრიზისმა საბოლოოდ გამოაჩინის ამერიკისა და ნატოს წევრი ქვეყნების ნამდვილი სახე. 2008 წელს დასავლეთმა თუ მიხეილ სააკაშვილს დააბრალა ამერიკა - რუსეთს ურთიერთობების გადახურება, ნატოს წევრი სამ ატომურ ქვეყანას აშშ, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს მას შემდეგ რაც მათ უკრაინის 5 ათასი ატომური ბომბი რუსეთს გადასცეს თავის თავზე ჰქონდათ აღებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტის ვალდებულება და ეს მათ ვერ შეასრულეს.
ამ ფაქტმა გამოავლინა, რომ მსოფლიო მეედია ატყუებდა კაცობრიობას. ამერიკას 1989 წელს სინამდვილეში ცივი ომი არ მოუგია და როგორც დღეს აშკარად ვხედავთ, ცივი არ დამთავრებულა. საქართველოს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმდენად რამდენადაც კომუნიზმის კოლაფსი სინამდვილეში გამოიწვია არა ამერიკის სამხედრო, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სიძლიერემ, არამედ 80-ანი წლების ბოლოს თვით სსრ კავშირის შიგნით აბობოქრებულმა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა, რომლის ავანგარდშიც 1989 წლის 9 აპრილის აქციის შემეგ სწორედ საქართველო იდგა და რომელიც უსასტიკესი ვერაგობით იქნა ჩახშობილი არა მარტო მოსკოვის არამედ ასევე ამერიკისა და უკლლებლივ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მიერ.
ნატოს ადრე თუ კომუნისტები და ისლამისტები ცილს სწამებდნენ რომ იგი აგრესიული და იმპერიალისტური ბლოკიაო, ამ უკანასკნელი 25 წლის ისტორიამ ნატოს ასეთი სახე სამწუხაროდ უკვე რეალურად გამოავლინა. ამერიკა არამცთუ არ აღმოჩნდა დემოკრატიის ლიდერი, არამედ იგი დემოკრატიის ნამდვილი იდეალებს მთელი ამ 25 წლის განმავლობაში ფეხქვეშ თელავდა და ორი მთავარი მიზნისკენ მიისწრაფოდა:
რამე თუ რუსეთმა ვარშავის ბლოკისა და სსრ კავშირის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნა ამერიკასთან ბირთვული იარაღი, ამერიკის უპირველესი მიზანი სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე ამ ბირთვული საშიშროებისგან თავისი საკუთარი უსაფრთხოების რუსეთთან კომპრომისების გზით მოგვარება იყო. მეორე მიზანი კი მსოფლიოზე თავისი ფინანსურ-ეკონომიკური ჰეგმონიის მოხვევა იყო, რამაც ე. წ. გლობალიზაციია ნეოკოლონილიზმის ახალ ფორმად აქცია. ამერიკისა და მისი მოკავშირეების ასეთმა ნეოკოლონიალურმა პოლიტიკამ კისერი მოიტეხა ჩინეთში და რუსეთში, მაგრამ ასეთმა პოლიტიკამ მრავალ პატარა ქვეყას არნახული ზარალი მიაყენა და კერძოდ საქართველო კი ტოტალურად გაანადგურა.
კომუნისტურმა ჩინეთმა იმის ხარჯზე, რომ ფულს ეკონომიურად ხარჯავდა და თავის მოსახლეობას სულს ხდიდა, გლობალიზაციის მიმართ დიდი იმუნიტეტი გამოიმუშავა. დღეს პირიქით ამერიკას აქვს ჩინეთის უზარმატარი ვალი. ჩინეთის მშპ-მ უკვე 12 ერილიონს მიაღწია და იგი ამერიკის შემდეგ ეკონომიკით დღეს მსოფლიოს მეორე ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასავლეთმა ჩინეთში ტრილიონობით დოლარის ინვესტიციები განახორციელა, მაგრამ ჩინეთის დემოკრატიზაციისათვის ერთი ცენტიც არ გაუღია.
ჩინეთი ჯერ-ჯერობით ეკონომიურად კმაყოფილია მოვლენათა ასეთი განვითარებით და კრინტს არ ძრავს, რამე თუ ამერიკისა და რუსეთის შემდეგ სამხედრო თვალსაზრისით იგი მაინც მხოლოდ მესამე ადგილზე რჩება. ოღონდ კომინისტური ჩინეთი მსოფლიო დემოკრატიისათვის უდიდესი დაყოვნებული ნაღმია, რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე აუცილებლად იფეთქებს.
რაც შეეხება რუსეთს, მან დასავლეთის დახმარების წყალობით მოსპო დემოკრატიის ყველა ნიშანწყალი არა მარტო რუსეთში, არამედ ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც. ამიტომ რუსეთს იმპერიულ მადა-განწყობილებას აღარა ჰყავს აღვირის ამომდები. ათიოდე წლის წინ თუკი რუსეთის მშპ მექსიკის, თურქეთისა ინდონეზიის დონეზე იყო, დღეს რუსეთმა 2,3 ტრილიონი მშპ-თი უკვე გაასწრო საფრანგეთს თუ დიდ ბრიტანეთს და იგი დიდი შვირეულიდან ათჯერაც რომ გარიცხონ მსოფლიოში მაინც უკვე მეექვსე ადგილზეა. ოღონდ მიუხედავად ასეთი დიდი ეკონომიკური წარმატებისა, რუსეთის მშპ 7-ჯერ ჩამორჩება ამერიკას და EU-ს ცალ-ცალკე. ასევე რუსეთს უკვე თითქმის 6-ჯერ უსწრებს ჩინეთი.
მსოფლიოს ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის პირობებში, რუსეთი ამ სამიდან ვერცერთს უკვე ასი წელიც ვერ დაეწევა, რაც როგორც მსოფლიოს უძლიერს სამხედრო სახელმწიფოს დისკრიმინებულ მდგომარეობაში აყენებს. მართალია ამერიკას უკვე დიდი ტექნოლოგიური სამხედრო უპორატესობა აქვს რუსეთთან და შეიარაღების დარგში რუსეთს ასევე ჩინეთმაც გაასწრო, მაგრამ ამერიკასთან ბირთვული პარიტეტის გამო, პირველი და მეორე არ არსებობს. პირიქით ამ ორიდან სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობა ექნება იმას ვინც უფრო მეტად გაიგიჟებს თავს.
თუ პუტინიც ისევე როგორც კარიბის კრიზისის დროს ხრუშჩოვმა ქნა, გაეროს ტრიბუნასზე თავისი ტუფლის ბრახუნს დაიწყებს და დასავლეთს დაემუქრება ატომურ ნანგრევებში დაგმარხავთო, რუსეთი სამხედრო სიძლიერით მაშინვე მსოფლიოში ნომერ პირველ სახელმწიფოდ იქცევა. ამერიკა იძულებული გახდება რუსეთის მიმართ დაუჯერებელ კომპრომისებზე წავიდეს. ეს არის მოსკოვის მთავარი კოზირი.
რუსეთს შეულია ევროპიდან ამერიკის გასძევება და EU-ს ველა არაატომური ქვეყნების ეკონომიკების დაუფლება. ასე შეუძლია რუსეთს შექმნას ევრ-აზიური ახალი კავშირი, რომელიც მშპ-თი უკვე ამერიკას და ჩინეთს გაუტოლდება. ჩინეთი მსოფლიოს ასეთი სამპოლუსოვანი მოწყობის წინააღმდეგი არ იქნება. ამერიკას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს ეს ძალიან არ მოეწონება, მაგრამ თუ პუტინი ბერლინს და ბრიუსელს დაეუფლება, ნატოს ეს სამი წევრი ატომური ქვეყანა რუსეთთან ატომურ ომზე წამსვლელები მაინც არ არიან.
მცირე ატომურ საავიაციო ბომბებით დღერს უკვე გერმანია და ბენელუქსის ქვეყნებიც არიან შეიარაღებულნი. გარდა ამისა არც რუსეთს აქვს ისეთი სამხედრო რესურსი რომ ტანკებით გადაქელოს უკრაინა და ბლიცკრიკებით დაიპყროს ევროპა. რუსეთის ერთადერთი კოზირი ბირთვული იარაღის ჟღარუნია, რაც მას ჯერ არ დაუწყია, მაგრამ ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. ამავე დროს რუსეთს არ სჭირდება არც ღარიბი უკრაინა, რომელიც რუსეთთან მიერთების შემთხვევაში, რუსეთის სარჩენი გახდებოდა და არც დანგრეული ევროპა. რუსეთის იმპერიული ამბიციების ერთადერთი ხსნა დაუნგრეველი ევროპის ეკონომიკის ხელში ჩაგდებაა. ასე, რომ უკრაინის კრიზისი უფრო ნერვებზე თამაშია და ჯერ საქმე სერიოზულ სამხედრო კონფლიქტამდე არ მივა.
თუმცა ის თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები მხოლოდ ღმერთმა იცის. ნაღდი ის არის რაც უკვე მოხდა. მოხდენით კი მოხდა ის, რომ ცივი ომი არ დამთავრებულა და ამის დამალვამ საქართველოს ბოლო მოუღო. საქართველოს ნატოში შესვლაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო და ეს დღემდე საქართველოს მთავარ პრიორიტეტად განიხილიბა. ოღონდ ნატოში შეშვლის მომხრეებს და მოწინააღმდეგებსაც ერთი ყველაზე მთავარი გარემოება ავიწყდებათ. ჩვენ მხედველობაში გვქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ნატოსთან დამოუკიდებელი საქართველოს მოკავშირეობა, მაგრამ საქართველოს დამოიკიდებლობას რუსეთმა და ნატოს წეწევრმა ქვეყნებმა ერთად ჩასცეს მომაკვდინებელი მახვილი. ღომ შედიხართ დაფიქრდით როგორნი სედიხართ, ვინმე ფიქრობს კი საქართველოს ნატოში მიღებას ან საერთოდ საქართველოში ვინმეს ეკითხებიან გინდათ თუ არა ნატოში შესვლაო?
თქვე დალოცვილებო, 1801 წელს რუსეთის იმპერიაში ხომ შეხვედით, 1921 წელს სსრ კავშირში შეხვედით, მერე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ნატოშიც ასევე დასაკლავი ინდაურების ჯოგივით გაფხორილნი აპირებთ შესვლას?!
საქართველოს თუ ვინმესთან ჰქონია კარგი მოკავშირეობა ეს ბიზანტია იყო, მაგრამ ბიზანტიაც სახელგანთქმული იყო ვერაგობით. ბიზანტიელებმა მოგვიკლეს გუბაზ მეფე და ხაზარების მიერ თბილისის გადაწვაშიც ბიზანტიელთა ხელი ერია. მონას მოკავშირედ არავინ იხდის, მონას მხოლოდ იმონებენ. თუ ვინმესთან მოკავშირეობა გვინდა უპირველეს ყოვლისა ჩვენ თვითონ უნდა წარმოვადგენდეთ სამოკავშირეოდ საინტერესო ძალას და ჩვენი ძლიერებით უნდა ვიმსახურებდეთ ნებისმიერი მოკავშირისგან პატივისცემას.
ამერიკის მთავარი პრიორიპეტი ჯოეჯ მამა ბუშისა და ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ეპოქაში იყო ის, რომ საქართველო რუსეთს გაჰგებოდა ფეხქვეშ. ჯერ ეს გამომდინარეობდა იქიდან რომ გორბაჩოვს როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლება სსრ კავშირის მთლიანობა. შემდეგ კი ის, რომ ელცინს შეენარჩუნებინა ხელისუფლება. ამიტომ იყო, რომ დასავლეთი კრინტსაც არ ძრავდა როცა გორბაჩოვს საბჭოთა რესპუბლიკებში ყოფილი კომუნისტები და სუკის აგენტები გაჰყავდა პრეზიდენტებად. საქართველოში შევარდნაძის პრეზიდენტობასაც დიტრიხ გენშერმა და ჯეიმს ბეკერმა დაუჭირეს მხარი.
როდესაც პაკისტანმა ატომური ბომბი შექმნა ერთი ზარ-ზეიმი ჰქონდათ ჩვენი ქვეყანა დაუმარცხებელი გახდაო. რომელი ჭკუათამყოფელი ქვეყნის პრეზიდენტი იტყვის უარს თავის ატომურ იარაღზე, თუ მტრის შპიონი არ არის. უკრაინის განიარაღებისათვის მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც უკრაინაში ერთნაირად სჭირდებოდათ კუჩმასნაირი კაცი. ამ დროს KGB-სა და CIA-ს შორის ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ყოფილიყო. მათ ერთად განაიარაღეს არა მარტო ბირთვული იარაღის მქონე უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი არამედ ასევე კონვენციული იარაღის შემცირების ქვოტები დაუწესეს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს.
რაც ყველაზე მთავარია, მათ არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და განსაკუთრებით საქართველოში არ გააჭაჭანეს არცერთი ეროვნული პოლიტიკური ძალა. საქართველოში, რომელსაც 1921 წლის მუდმივი კონსტიტუცია აქვს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა, რომ მოყოლებული 1990 წლიდან არამცთუ ყველა არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არამედ მათ ვითომდა დემოკრატიული არჩევნები თავად აქციეს ეროვნული თავისუფლების მთავარ დამთრგუნველ მექანიზმად.
აბა დაფიქრდით, როცა პუტინს ან ობამას ირჩევდნენ პრეზიდენტებად დაგიძახათ ვინმემ თქვენ არჩევნებზე დამკვირვებლებად?
საქართველოს თუ დამოუკიდებელი ქვეყანაა მის საშინაო საქმეებში არც უცხოელი საელჩოები და არც უცხოელი დამკვირვებლები არ უნდა ერეოდნენ. მოსკოვის და ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებში იყო ის რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ მხოლოთ მათ შპიონებს ან ისეთ იდიოტებს, რომლებსაც საკუთარი ეროვნული კონსტიტუციაც კი არ ჰქონდათ წაკითხული. არამც თუ ნაცმოძრაობა, არამედ არც მრგვალი მაგიდა არ იყო იყო ეროვნული მოძრაობა. 1990 წლის ოქტომბერში ასეთ ხოხბთა პირველი ჯოგი იმიტომ მოკრიბეს ზვიად გამსახურდიას გარშემო, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამსახურდია განუდგა და სწორედ ის დაუპირისპირეს ყელაზე მეტად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მერაბ კოსტავას, თვით ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას და თენგიზ გუდავას მკვლელობები? სად არის იმისი გარანტია, რომ ეს ხალხი მარტო სუკმა კი არა არამედ KGB-მ და CIA-მ შეხმატკბილებულად ერთად არ დახოცეს? არამც თუ ამისი არავითარი გარანტია არ არის არამედ ყოველივე იმაზე მიუთითებს რომ ეს სწორედ ასე უნდა ყოფილიყო.როცა ერი დამოუკიდებლობისათვის იბრძვის ან დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს, მაშინ ყველა პოლიტიკურ ძალას ერთი მიზანი აქვს და ასეთი პოლიკის ყველა მონაწილეს ერთმანეთი საკუთარ თავზე უფრო მეტად უყვართ, მაგრამ როცა ისინი ერთმანეთს სამშობლოს ღალატში ეჯიბრებიან მაშინ უკვე არც ხალხს ინდობენ და და რათქმა უნდა არც ერთმანეთს იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან.
დემოკრატია, არ არის ორი ეროვნული პოლიტიკური ძალის დაუნდობელი დაპირისპირება. განა ნაცმოძრაობა და ოცნება ნატოში შეშვლა არშესვლის გამო იყვნენ დაპირისპირებულნი? ასეთი დაპირისპირების მთავარი მიზეზი არის არა პროდასავლურობა და პრორუსობა, არამედ ის თუ ვინ გაჰყიდის საქართველოს, ხოლო ის თუ ვის მიჰყიდიან სამშობლოს, როგორც ჩანს, ორივესთვის სულ ერთია. ეს არის არა გონების და გულის პოლიტიკა, არამედ არის საკუთარი კუჭის გაძღობის პოლიტიკა. ანუ საერთოდ არ არის ეროვნული პოლიტიკა.
ქართველ ხალხში არსებობდა ნაცმოძრაობის ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება, მაგრამ ნაცმოძრაობას მის გამო არ დაუკარგია ხელისუფლება. ნაცმოძრაობამ ხელისუფლება დაჰკარგა იმის გამო, რომ ამერიკამ რუსეთთან ურთიერთობების გადახურების გამო უბრალოდ ისევ სააკაშვილზე შეიწმინდა ხელები. ასე, რომ ჯერ კიდევ საკითხავია სააკაშვილი მართლა პუტინმა გადააყენა თუ პუტინმა და ობამამ გადააყენეს ერთად ან სათითაოდ.
დღეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები უსააკაშვილოდ არის გადახურებული და გადმოხურებულიც. რას უქადის ეს საქართველოს? რას უქადის ეს საქართველოს და თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო ეს ომი უკვე ატომური იქნება მაგრამ რა თქმა უნდა ამერიკა და რუსეთი ურთიერთ განადგურების სიფრთხილით ერთმანეთზე ატომურ დარტყმებს არ მიიტანენ, მაგრამ ლოკალურ ომებში შეიძლება თავიანთი ინტერესები ერთიორი „მცირე“ ატომური დარტყმით დაიცვან. ასეთი ლოკალური ატომური ომის ყველაზე სავარაუდო არეალი კი საქართველო, უკრაინა და EU-ს არატომური ქვეყნები არიან.
მე არა ვარ არმც თუ ნატოს არამედ არც რუსეთის წინააღმდეგი. მე ვარ საქართველოს აბსოლუტური უსუსურების წინააღმდეგი. საქართველოს მთავარი მტერი არ არის არც რუსეთი და არც ნატო. საქართველოს მთავარი მტერი საქართველოს უსუსურობაა: ამ უსუსურობის გამო მტერი იქნება თუ მოყვარე, ყველას მტრად ვიქცევთ. ამიტომ ძროხა იქნება დასაკლავი თუ ცხვარი, პირველ რიგში ქათამივით ზედ ისევ საქართველოს დააკლავენ.
რისი წინააღმდეგი ხართ თქვენ? 1. რუსეთის? 2.ნატოსი? 3. საქართველოს უსუსურობის?
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|