გიორგი გაბედავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. როგორც გაბედავამ “Frontnews”-ს განუცხადა, ის დიღომში აპირებს კენჭისყრას, რის შესახებაც „უბნელებმა სთხოვეს“. „არჩევნებში მონაწილეობა იმ ადამიანებმა გადამაწყვეტინეს, ვინც გვერდში მედგა, როცა ციხეში ვიჯექი“ – აღნიშნა მან. ამასთან, გაბედავას მტკიცებით, ამ დროისთვის მას დამფინანსებელი არ ჰყავს და არც რომელიმე პარტიასთან გაუმართავს მოლაპარაკებები, თუმცა თვლის, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მისი შანსები „ნორმალურია“.