ამონარიდები:
დიღმელი რომ ვიყო, რატომ უნდა მოგცე ხმა?
- მე ჩემი პირადი მიზნებისთვის არ ვაპირებ საკრებულოში შესვლას, მინდა ქალაქი ნორმალურად გამოიყურებოდეს, გზები გაკეთდეს, მინდა დავეხმარო სოციალურად დაუცველ ადამინებს და ამ ყველაფრისთვის საკრებულოში ტრიბუნა მექნება. მე გავატარებ პრო-ქართულ პოლიტიკას და არა პრო-რუსულს, პრო-ამერიკულს ან პრო-ევროპულს.
გიორგი, წინასაარჩევნო კამპანიას არც თუ ცოტა ფინანსები ჭირდება. უზრუნველყოფილი ხართ ამ მხრივ?
- მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც მომეხმარებიან. აქვე ვცხოვრობ და შეხვედრებს მოვაწყობთ უბანშივე, ანუ გადაადგილების პრობლემა არ იქნება და პლაკატებსაც როგორღაც დავბეჭდავთ. აბა, ფული მე თუ ვხარჯე, რა აზრი აქვს? ამაში ფულის დახარჯვას, მიჯობს, გაჭირვებულს დავეხმარო.
This post has been edited by uria on 30 Apr 2014, 03:32