Dance Pad-ი იფინება მყარ ზედაპირზე,უერთდება კომპიუტერს USB კაბელის საშვალებით და ტვირთავს ათასობით საცეკვავო მელოდიას და მოძრაობს მასში.ეკრანზე გამოისახება თქვენს მიერ არჩეული სიმღერის შესაბამისი მოძრაობა,რომლის ანალოგიური მოძრაობა პატარამ საცეკვავო ხალიჩაზე უნდა შეასრულოს.კომპიუტერთან პირდაპირი კავშირის საშუალებით ეკრანზე ითვლება სწორი მოძრაობის რაოდენობა,იწერება შედეგი,რომელიც პატარამ მუდმივად უნდა გააუმჯობესოს.ბავშვი სწავლობს ცეკვას,აქტიურად უვითარდება რიტმისა და მელოდიის შეგრძნება და რაც მთავარია ეს ხდება სახლის პირობებში,კომპიუტერთან,რომელიც უმეტესად უძრაობასა და არასპორტულ განწყობასთან არის ასოცირებული.
ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად აქტიურია პატარა საცეკვაო ხალიჩასთან:
http://www.youtube.com/watch?v=6JzcqALklRsსათამაშო განკუთვნილია თითქმის ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის, ვინაიდან პროგრამაში მოცემულია ცეკვები როგორც დამწყებთათვის (მარტივი მოძრაობები, დაბალი სიჩქარე), ასევე მოზრდილებისათვის.
Dance Pad-ს აქტიურად იყენებენ ამერიკასა და ევროპაში ოჯახის სხვა წევრებიც,ვინაიდან მხოლოდ 10-15 წუთიანი მხიარული გართობაა საჭირო,რათა დაწვათ ზუსტად იმდენივე კალორია,რამდენიც არასასიამოვნო და მომაბეზრებელ ვარჯიშს სჭირდება.ამისთვის საკმაოდ ბევრი სრულიად უფასო სპორტული პროგრამა მოიპოვება ინტერნეტში,რომელიც წონის აქტიური დაკლებისათვის არის შექმნილი.მგავსი პროგრამები ყოველდღიურად ახლდება, რაც მთელი თქვენი ოჯახისათვის მხიარული, აქტიური და სასიამოვნო გართობის საწინდარია.
მიმაგრებული სურათი