"ჩემმა შვილმა საპატრიარქოს ბავშვთა სახლში უმძიმესი დღეები გამოიარა. მას დასჯის მიზნით აშიმშილებდნენ, აშიშვლებდნენ და სააბაზანოში ცივ მეტლახზე ჯდომას აიძულებდნენ. ნერვიულობის გამო, ბავშვი ფსორიაზით დაავადდა და დღემდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს," _ ეს
ოთხი შვილის დედის, 42 წლის მაია ილურიძის მონათხრობია. მაია ამბობს, რომ ბავშვზე გახორციელებული ზეწოლის გამო, რამდენიმე უწყებას მიმართა, თუმცა მისი დახმარება ვერავინ შეძლო.
"შუათანა ბიჭმა ძილში ყვირილი დაიწყო: არ დამარტყა, მედიკო მასწავლებელო, გემუდარებიო. დილით ბავშვმა მითხრა, დედი, იმ პირობით გეტყვი ყველაფერს, თუ იქ აღარ დაგვაბრუნებო. ბავშვებისგან გავიგე, რომ ვინმე მედიკო, რომელსაც, სხვათაშორის, პირადად ვიცნობდი, ბავშვებზე ძალადობდა. რადგან ლუკა ყველაზე მეტად განიცდიდა ჩემგან სიშორეს და ხშირად ტიროდა,
მედიკო შიმშილით სჯიდა, ცივ მეტლახზე შიშველს აწვენდა. უფროსი ბიჭი საბა ხან ბუნებრივ მოთხოვნილებას იმიზეზებდა, ხან ხელების დაბანის თხოვნით გადიოდა ლუკასთან, თავის ტანსაცმელს აცმევდა და მასთან იქამდე რჩებოდა, ვიდრე მედიკო არ მოიკითხავდა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც დავრეკე და ბავშვები მოვიკითხე, მედიკოს უთქვამს ლუკასთვის, ბედი შენი, რომ დედაშენმა დარეკა, თორემ დღეს საჭმელი არ გეღირსებოდაო. ბავშვებისგან ვიცი, რომ იყო სკამის ჯოხით და წკნელებით ცემის ფაქტიც...
მეუფემდე არ უშვებდნენ, რომ ბავშვებს სიმართლე არ ეთქვათ," _ ამბობს მაია "გურია ნიუსთან".
რამდენიმე თვის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) სამწლიანი (2010-2013) ანაგარიში გამოქვეყნდა, სადაც საპატრიარქოს დაქვემდებარებული ბავშვთა სახლების არსებობა, სწორედ მათი იზოლირებულობის გამო, საზოგადოებრივ საფრთხედ შეფასდა.
http://www.gurianews.com/2013-08-24-19-55-...05-57-30/19458-