ფრაქციის წევრი კახა ფირუაშვილი თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძისგან ე.წ. ხრუშჩოვკებზე გაკეთებული განცხადების განმარტებას ითხოვს.
ზუმბაძემ გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე თაღლითურ გარიგებაში დაადანაშაულა. გულიკო ზუმბაძემ თანაგუნდელის ბრალდებებს უპასუხა. მისი განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობაში კრიზისია და შესაძლოა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში მონაწილეობას არ მიიღებს უმცირესობა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დღეს ის პროცედურები განმარტა, რომელიც ირაკლი შიხიაშვილის გადაყენებისთვის იქნება საჭირო.