#40741563 · 28 Apr 2014, 13:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, გილოცავთ ყველა ახლახანს ჩავლილ დღესასწაულს.
კითხვა მაქვს ასეთი, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს რომელიც ლიცენზირებულია ფარამცევტული მიმართულებით და ფლობს კერძო აფთიაქს, ანუ მუშაობს ამ მიმართულებით და სურს გარკვეული მედიკამენტების შემოტანა გარკვეული რაოდენობით, რათქმაუნდა ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობა რას ავალდებულებს ასეთ პირებს ?
მაგალითად: 1. აქვს თუ არა ასეთ პირს უფლება ჩვეულებრივ რეჟიმში შეიძინოს უცხოეთში პროდუქცია და შემოიტანოს რომელიმე გადამზიდი კომპანიის მეშვეობით რომელსაც აკრძალილი პროდუქციის ნუსხაში არ აქვს მითითებული მედიკამენტები და ეს მედიკამენტები მოიცავს ჩვეულებრივ სამკურნალო დანიშნულებას, ანუ აკრძალული არ არის.
2. თუ კი ალბათ რაოდენობაზე არის გარკვეული რეგულაციები, თუ ასეა რა რეგულაციებია კერძოდ ?
3. საჭიროა თუ არა რაიმე ტიპის ხელშეკრულების ან დამატებითი/განსაკუთრებული დოკუმენტების წარდგენა/რეგისტრაცია/შეთანხმება რომელიმე სამთავრობო სტრუქტურასთან ? (მაგ. შემოსავლების სამსახურთან ან ჯანდაცვის სამინისტროსთან)
4. რაიმე განსაკუთრებულ ვალდებულებებს თუ მოიცავს ტრანსპორტირების პროცესი გარდა იმისა რომ არ უნდა დაზიანდეს პროდუქცია ?
და ასე შემდეგ. მიმიხვდით ალბათ რაც მაინტერესებს ძირითადად და გთხოვთ გაცნობიერებულმა პირებმა იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია.
--------------------
Человеческие возможности не имеют предела
Above & Beyond
Coderolog
|