არაფხიზელი ადამიანის გამოხტომაა ეს.
ბიჯოოო, რატომ გავხსენი ეს თემა გუშინ საერთოდ?!
ეს თემა ჩემი გახსნილი არ არის. ყველა ადამიანში ცხოვრობს ორი პიროვნება. ფხიზელი და მთვრალი. ფსიქოლოგების ენაზე კი იდი და ეგო.
გამოვრთოთ ლოგიკა და ჩავრთოთ ფანტაზია:
მეუღლე გეუბნევა დღეს ბავშვები ბაღიდან შენ წამოიყვანე რადგან არ მცალია მე, სამსახურში გამომიძახენო. ფორს მაჟორული სიტუაციააო.
შენ პასუხობ, რათქმაუნდა საყვარელო არაფერზე ინერვიულოო.
გადაკოცნეთ ერთმანეთს და მეუღლე წავიდა.
ამ დროს მეგობარი გეძახის ჩამოდი ქვევითო.
შენ ჩახვედი და ის გეუბნევა წამოდი ბიჭები გველოდებიან ბარში შარაფი მიდისო.
შენ პასუხობ არა ვერ დავლევლევ, ბავშვები მყავს ბაღიდან წამოსაყვანიო.
ის გუბნევა, აბა აქ მარტო რა უნდა აკეთო?! წამოდი, მხოლოდ ორი ჭიქა დალიე, არც დაგათრობს, უბრალოდ პირს აიმყრალებ არაყით და თან ბავშვების წამოყვანის დროც დადგება და წახვალო. შენ დაეთანხმები. წახვალ, 2 ჭიქას დალევ და შენში მეორე ადამიანი იღვიძებს მკრთალად. ეხლა შენში ორი ადამიანია. ერთი ამბობს გავნაგრძოთ დალევაო და მეორე უარზეა.
პირველი იმარჯვებს ამ სიტყვებით: კიდევ ორმა ჭიქა რა უნდა მიქნას?!
შენ აგრძელებ ორი ჭიქის დალევას და შენ უკვე სხვა ადამიანად იქეცი. შენ საერთოდ სიგარეტს არ ეწევი, მაგრამ ის ადამიანი რომელადაც ეხლა ხარ ეწევა და თან ბევრს. (გინახავთ ალბათ ხალხი, რომლებიც მხოლოდ დალევის დროს ეწევა და ალბათ სულ გიკვრდათ რა პონტიაო. ახლა იცით რატომაც ხდება ეს.

) შენ უკვე აბსოლუტურად სხვა ადამიანად იქეცი. განაგრძე დალევა გალეწვამდა. უკვე დაამთავრეთ დლევა და ყველა მიდიოდით ბანცალით როდესაც შენ წამოიყვირე სიტყვები: "ახლა პივა გაასწორებს". (რაღა პივა ფეხზე ძლივს იდექი, მგრამ ეს შენს მეორე მეს ფეხებზე ეკიდა. პახმელიაზე მან აღარ იქნებოდა. პახმელია მეორეს გადასატანია.)
გაილეწე საერთოდ ბოლომდე. მერე ვიღაცას ეჩხუბე. პატრულის მანქანას მიაფსი. იბუიანე. ბოლოს კი დაგიჭირეს და კაპეზეში წაგიყვანეს. ბავშვების ბაღიდან წამოყვანაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. საერთოდ არ წამოგიყვანია. დილით კი დაგადგა თავზე თვალაცრემლებული მეუღლე და გეკითხება: რატომ გააკეთე ეს?
შენ კი არაფერი გახსოვს წესიერად და გაკვირვებული პოსუხობ: არ ვიცი.
და რეალურად, შენ არ იცი, რადგან შენ არ ყოფილხარ.
ასე რომ რა ვიცი მე რა არის ეს თემა.
მე არ გამიხსნია.