ვინ დაარბია 16 სასაფლაო ვარკეთილში (+11 ფოტო)
თბილისში მორიგი ვანდალური ფაქტი მოხდა. ვარკეთილში, "დამპალოს" სასაფლაოზე დაუდგენელმა პირებმა 16 საფლავი დაარბიეს. სასაფლაოს ადმინისტრაციის განცხადებით დარბევა 23 აპრილს, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა.
"სამწუხაროდ ამ სასაფლაოს დაცვა არ ჰყავს, თუმცა ჩვენ დილიდან საღამოს 17:00 საათამდე აქ ვართ. დილით მოსვლისთანავე საფლავების შემოვლას ვიწყებთ იმის დასადგენად, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში. 24 აპრილს გეგმიური შემოვლისას ვნახეთ, რომ 16 საფლავი იყო დარბეული. მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ. თუმცა როგორც ვიცი,
დამნაშავეების დადგენა ჯერ მოხერხდა" - ამბობს სასაფლაოს ადმინისტრაციის თანამშრომელი ვალერი პასიკაშვილი
ძირითადად, მარმარილოს ფილებია დაზიანებული. თუმცა, რამდენიმე საფლავზე საფლავის ქვაც დაუტვრევიათ. ადმინისტრაციის განცხადებით, ვანდალებმა ქართული, სომხური და ებრაული საფლავები დაარბიეს. მათივე თქმით საფლავების მეპატრონეთა უმრავლესობისთვის მომხდარი ფაქტი ამ დროისთვის უცნობია.
მხოლოდ სომხური და ებრაული სასაფლაოები რომ იყოს დარბეული, შესაძლოა, გვეფიქრა, რომ ქსენოფობიის გამოვლინებასთან გვქონდა საქმე. თუმცა ვანდალებმა ქართული საფლავებიც დაარბიეს. ალბათ, ასევე არარეალურია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია, რომლის თანახმად, შესაძლოა, საფლავები სექტანტებმა დაარბიეს.
არ არის გამორიცხული, რომ სიმთვრალეში ჩადენილ ვანდალიზმთან გვქონდეს საქმე. შესაძლოა, ადამიანთა ჯგუფი ნასვამები ავიდნენ სასაფლაოზე(ან იქ დალიეს) და ვიღაცას მოუვიდა თავში, რომ საფლავების მტვრევა-დარბევა დაეწყოთ. ასეა თუ ისეა, იმედია საფლავებთან "მებრძოლების" კვალს მიაგნებენ სამართალდამცველები.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101792-vi...l#ixzz30I8Gi6wL
სურატები
http://photoambebi.ge/galery.html?view=image&image=16860მაგის გამკეტებელს უნდა დააკისრო ყველა საფლავის აღდგენა!
სად ექნება ამის ფული? გაყიდოს ყველაფერი რაც აბადია და ისე აღადგინოს ყველა საფლავი!
ამასთანავე დააკისრონ 3 წლ მაგ სასაფლაოს მოვლა! უხელფასოდ! არაკაცი, ერთი ვერ იზავდა ამას, რა ჯიშის გაკეტებულია ახლა ეს?!
მიმაგრებული სურათი
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა