#40785665 · 1 May 2014, 22:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შუალედური მაქვს და კითხვებზე უნდა ვუპასუხო იქნებ ვინმემ იცოდეთ
1. რა ნაკლი და უპირატესობები აქვს თვისებრივ კვლევას რაოდენობრივ კვლევასთან შედარებით? (ჩამოთვალეთ სულ მცირე 3 ნაკლი და 3 უპირატესობა).
2. ლექტორმა დაგავალათ თვისებრივი კვლევის დაგეგმვა. 2.ა) მოიფიქრეთ ერთი კვლევითი პროექტის იდეა, რომლისთვისაც გამოიყენებთ თვისებრივ მეთოდებს, ჩამოაყალიბეთ საკვლევი კითხვა/კითხვები და შეარჩიეთ კონკრეტული თვისებრივი მეთოდი/მეთოდები ამ კვლევის განსახორციელებლად. 2.ბ) რატომ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად სწორედ ამ მეთოდის/მეთოდების გამოყენება? რა სხვა ალტერნატიული მეთოდის გამოყენება შეიძლებოდა ამ შემთხვევაში და რატომ არ გამოიყენეთ?
3. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კვლევითმა კომპანიამ მიგიწვიათ გასაუბრებაზე ფოკუს ჯგუფის მოდერატორის თანამდებობაზე. თქვენი მიზანია, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ გასაუბრებაზე. რას უპასუხებდით კვლევითი კომპანიის წარმომადგენლის შემდეგ კითხვებზე? 3.ა) რომელი პიროვნული თვისებები გაქვთ, რაც თქვენი აზრით ხელს შეგიწყობთ ფოკუს ჯგუფების წარმატებით მოდერირებაში? 3.ბ) რომელი პიროვნული თვისებები ამჟამად არ გაქვთ და უნდა განივითაროთ, იმისათვის რომ უკეთ შეძლოთ ფოკუს ჯგუფის მოდერირება? 3.გ) ჩამოაყალიბეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოდერატორმა ფოკუს ჯგუფის წაყვანისას. 4. რა ურთიერთკავშირია აღწერით, ფოკუსირებულ და შერჩევით დაკვირვებას შორის? 5. ჩამოთვალეთ თვისებრივი კვლევის მეთოდები 6. რა განსხვავებაა დაკვირვებასა და მონოგრაფიულ გამოკვლევას შორის?
--------------------
მე შენს ნაკვალევს დავჰყურებ ძალიან მომნატრებია © გ. სურამელაშვილი
გაიღიმე გაიღიმე პატარა © მ. სეფაშვილი
ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს ©კანტი.
|