#40798631 · 2 May 2014, 22:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი დაიწერა თუ როგორი სისტემა უნდა გვქონდეს ეროვნულ ჩემპიონატში,ყველას სხვადასხვა აზრი აქვს.პრინციპში უკვე ყველაფერი ვცადეთ და თითქმის არცერთმა არ გაამართლა,მაგრამ არ გვიცდია(და მგონი იდეაშიც არავის ჰქონდა),რომ ჩემპიონი გამოგვევლინა პლეიოფების სისტემით. მაგალითისთვის ავიღოთ ავსტრალიის A ლიგის ფორმატი. ----- A ლიგაში მონაწილეობს 10 გუნდი. აქედან ზედა 6 გადის პლეიოფებში. 1/2 ფინალში პირდაპირ გადის I-II ადგილოსნები. 1/4 ფინალში III-VI და IV-V ადგილოსნები გამოავლენენ,1/2 ფინალში გამსვლელებს,რომელთაც I-II ადგილოსნები დახვდებიან,მათ შორის გამარჯვებულები კი ფინალში გამოავლენენ ქვეყნის ჩემპიონს. ----- ახლა რაც შეეხება ჩვენს ჩემპიონატს. თუ 10 გუნდი გვეყოლება,ანალოგიურად შეიძლება ჩატარდეს,როგორც ავსტრალიის A ლიგა,მაგრამ 12გუნდაში უფრო ლამაზად მოხდება ყველაფერი.
12 გუნდი ითამაშებს 3 წრედ (33 ტური): ბოლო 4 პლეიოფის პრინციპით(შინ და გარეთ) გაითამაშებს უმაღლესის 2 საგზურს. საუკეთესო 8 გავა პლეიოფში და დაწყვილდებიან 1/4 ფინალში.2 მატჩის ჯამში გაარკვევენ გამარჯვებულის ვინაობას და ა.შ. ფინალში შეიძლება 2 ვარიანტი-1 მატჩი(ნეიტრალურზე) ან 2 მატჩი(შინ და გარეთ).ჩემი აზრით მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია.
ნახევარფინალში წაგებულები ითამაშებენ III-IV ადგილებისთვის და ვინაიდან III ადგილი იღებს მარტო ევროთასის საგზურს,აქაც მაგარი იგრა წავა
სულ გამოდის 33+6=39 ტური. ----- მთავარი პლიუსი ამ სისტემის არის ის,რომ საგრძნობლად ხალხში აწევს ინტერესს ასეთი ფორმატი და მაყურებელთა რაოდენობა აშკარად გაიზრდება. პლეიოფებზე დიდი რაოდენობის ხალხის მოსვლა უეჭველია,თან პატარა რეკლამაც და მგონი გვეშველება. ----- მინუსს რაც შეეხება,ჩემი აზრით ძლიერი გუნდები უკმაყოფილებას გამოთქვავენ,რომ შეიძლება პირობითად დინამო გამოაგდოს 1/4 ფინალში გურიამ,მაგრამ 2 მატჩის ჯამში თუ მოუგებს,მაშინ მართლა არ ყოფილა დინამო ღირსი ჩემპიონობის ----- კიდევ ალბათ პატარ-პატარა დეტალებია დასაზუსტებელი(მაგალითად როგორ გაიმართება თასი),მაგრამ იმედია მთავარ იდეას მიმიხვდით.
თქვენი აზრი მაინტერესებს,არ ივარგებს ასეთი ფორმატი? მე რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ სისტემაზე მით უფრო მომწონს
|