ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის პროექტი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება
12:39 01-05-2014
ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის პროექტი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის პროექტის წარმოდგენა დაავალა.
როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერისგან დავალება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
"მინდა სპეციალური განცხადება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის. ბოლო ხანებში გახშირდა სპეკულაციები ფეხბურთთან, კერძოდ გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, ეს საკითხი განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და პრემიერ-მინისტრისგან მივიღე სპეციალური დავალება, რომ უახლოეს მომავალში წარმოვადგინოთ ფეხბურთის განვითარების პროექტი, რომელზეც შესაბამისი კომისია მუშაობს. ამიტომ სპეკულაციები, რომლებსაც სხვადასხვა გუნდის თუ ფედერაციის წარმომადგენლები მიმართავენ, არის მხოლოდ ლაპარაკი. ყველას ვთხოვთ, მოთმინებით დაელოდონ იმ პროექტს, რომელიც უახლოესი კვირების განმავლობაში გამოქვეყნდება. სპეკულაციები, რომლებიც არსებობს გუნდების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით და ა.შ არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ამასთან, მინისტრი ძიუდოისტების მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლებიც სავარჯიშო დარბაზის გამოყოფას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.
"რაც შეეხება სავარჯიშო პირობების შექმნას, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და 11 ახალი სავარჯიშო დარბაზი შენდება ქვეყნის მასშტაბით. სანაკრებო დარბაზი კი ახლა რემონტის პროცესშია, რომელზეც მერია მუშაობს და რამდენიმე ხანში ისიც მწყობრში იქნება. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ მთლიანად ძიუდოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მოკლე დროში მოგვარდება", - განმარტა მინისტრმა.(დარბაზიც კი არ ჰქონიათ. გაგიჟდები კაცი

)
IPN
საინტერსოა:
ამ სტატეგიას ისევ არველაძეები და ფედერაციის ჩამპალი კადრის შეიმუშავებს თუ მართლა ახალი (და პროგრესული!) სისხლი გადაესხმება ქართულ ფეხბურთს???
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3