ცოტა შორიდან დავიწყებ, მარტივი კითხვით:
ჩვენ რა გვინდა? ევროკავშირი თუ ევროპელობა? ევროპელებთან ერთად ყოფნა და თუ ევროკავშირში ყოფნა?
ამ კითხვაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროკავშირში ან მასთან ყოფნა ევროპელობას არ ნიშნავს. ევროპელობა ნიშნავს, ინტერ ალია, ღიად, საჯაროდ დაუპირისპირდე იმას რაც არ მოგწონს, ანუ სახელმწიფოს მანქანას. როგორ იმართება ევროკავშირი?
ევროკავშირი იმართება შემდეგნაირად:
ევროკომისიას ფორმირებას უკეთებს ევროპული საბჭო - პრეზიდენტების და მთავრობის მეთაურების (ანუ აღმასრულებელი ხელისუფლებების) სხადნიაკი, რომელიც სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე თავისივე დანიშნულ ტიპებს (27 კომისარს და მათ პრეზოს, იგივე ჟოზეს) ანიჭებს მართვის და რეგულირების უფლებებს ისე, რომ რეალურად ეს ტიპები ევროპელების მიერ, მოქალაქეების მიერ არ არიან არჩეულები და ამასთან აქვთ უფლება მიიღონ ეროვნულ კანონებზე მაღლა და სავალდებულო დირექტივები და რეგულაციები. ანუ საფუძველშივე, არაპირდაპირი დემოკრატიული ფორმით არჩეული მთავარი მარეგულირებელი და საკანონმდებლო ორგანო - ევროკომისია არ არის პირდაპირ არჩეული. გამოდის, რომ ევროპული ქვეყნების დემოკრატიულად არჩეული მთავრობები ირიბად, თავისი პარლამენტების, ანუ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტების გვერდის ავლით ახორციელებენ ევროპული კანონმდებლობების მიღებას ისე რომ არ ეკითხებიან მათ ევროპული კანონების მიღებას, მეტიც თავზე ახვევენ მათ ამ კანონებს ევროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ირიბად, რაც ნიშნავს იმას რომ ისინი ევროპას მართავენ ერთპიროვნულად და პარლამენტებს ისღა რჩებათ ესა თუ ის დირექტივა მიაიმპლემენტირონ კანონმდებლობაში და თუ ამას ქვეყანა არ გააკეთებს მას დაეკისრება საჯარიმო სანქციები. (მაგალითად შვედეთი, გერმანია, ავსტრია, რუმინეთი და ა.შ. მრავალია ასეთი).
ახლა კონკრეტული მაგალითი:
2006 წელს ევროკომისიიმ მიიღო დირექტივა რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა, მათ შორის ელექტრონული საშუალებებით გადაცემული (IP, იმეილი, ნებისმიერი კორესპონდენცია და ა.შ.), შენახვას 6 თვიდან 2 წლამდე. ვინაიდან ბევრი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებმა ეს დირექტივა მიიჩნიეს ადამიანის უფლებების, კერძოდ პირადი ცხივრების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევად, ეს ქვეყნები ევროკომისიამ დააჯარიმა დიდი ფულადი თანხებით, მაგ შვედეთი 3 მილიონი ევროთი, რუმინეთი 30,000 ევროთი ყოველ გადაცილებულ დღეზე 2 წლის განმავლობაში და ა.შ.
ცოტა ხნის წინ ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. გააუქმა ავსტრიის, ირლანდიის, გერმანიის და სხვათა მოთხოვნით. და განაცხადა:
By requiring the retention of those data and by allowing the competent national authorities to access those data, the Directive interferes in a particularly serious manner with the fundamental rights to respect for private life and to the protection of personal data.ანუ ადამიანის უფლებებს არღვევსო და მეორე:
the Court is of the opinion that, by adopting the Data Retention Directive, the EU legislature has exceeded the limits imposed by compliance with the principle of proportionality.
ანუ ევროკომისია თავის კომპეტენციას აჭარბებსო.
ახლა გეკითხებით მე თქვენ, რასაც ევროკომისია მოგვთხოვს ყველაფერი უნდა შევასრულოთ? არ არის დრო რომ ქართველებმა გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ რომ უფასო ყველი სათაგურშია მხოლოდ და რასაც გეუბნებიან ყველაფერზე თავი არ უნდა დაუკრა?
პირადად მე ეს პრობლემა უფრო მაწუხებს ვიდრე სულელური ანტიდისკრიმინაციული კანონი როგორც ასეთი.
2 წუთით დავივიწყოთ რომ არსებობს რუსეთი, ზემოთმოყვანილი ევროპული ქვეყნებისთვის ეს მომენტი ხო გამორიცხულია, ჰოდა ცოტა ხნით ჩვენც გამოვრიცხოთ. ვისაც ჩემი ანტირუსობის არ ჯერა ჩემი პოსტები იხილოს. მეტიც, გაქანებული რუსოფობი ვარ საყოფაცხოვრებო დონიდან პოლიტიკის დონით დამთავრებული.
პ.ს. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო ვალდებული იქნება (ასოცირების ხელმოწერის მერე) ფორუმ.გეს, კავკასუს, სილკნეტს და ყველას აუკრძალოს ნებისმიერი მონაცემის შენახვა და გადაცემა სახელმწიფო ორგანოებისადმი. აკრძალოს ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი.
პ.პ.ს. ახალი ტენდენცია საქართველოს პოლიტსივრცეში - ევროპას უნდა ე.ი. უნდა გავაკეთოთ! დავეწიოთ და გავასწროთ ევროპას! ჩვენ ევროპელებსაც კი განვაცვიფრებით დემოკრატიულობით (მათზე უფრო გეები გავხდებითო, მათზე უფრო მონებიო)@ბიძო. და ეს ყველაფერი რისთვის? მხოლოდ რომ ქოცნებამ ნაცმოს აჯობოს "ევროპელობაში" და მის ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი დაემართოს? ხალხზე, საქართველოზე ვინ იფიქრებს????? ამ კითხვაზე ვისაც უხერხული შეგრძნება დაგეუფლათ იმათთვის ......................
.....................................................................................აქ უნდა ეწეროს საბანე და სავორნე სიტყვების კორიანტელი.
kalakalaარ წაიკითხე ხო? ეგრევე პასუხი გამოაცხვე?
This post has been edited by TobinFrost on 2 May 2014, 11:37