აფხაზები კი არიან (იყვნენ) ქართველები, ძველი კოლხების შთამომავალნი, ძირითადად დღევანელი ქართველი-მეგრელები, აფსუები არა, რატომ?
თავად განსაჯეთ - ეთნოსი რომელიც ლაპარაკობს ჩრ. კავკასიური წარმოშობის აბაზთა განშტოების ადიღეურ ჯგუფის ენაზე "აფსუა ბიზშვა", თავის თავს ამ ენაზე უწოდებს "აფსუას", ხოლო თავის ვირტუალურ სამშობლოს "აფსნის", რომელსაც არანაირი მსოფლიო ისტორია არ ცნობს ამ უძველესი კოლხეთის ისტორიულ სამართალმემკვიდრე ქართულ კუთხეზე რასაც აფხაზეთი ჰქვია. ქვაზე ერთ წარწერას ვერ იპოვით არც ქრისტემდე არც მის მერე... უფრო მეტიც დამწერლობაც კი არ ჰქონდათ ამ უახლოეს წარსულში, შეთითხნა გულუამ ისიც თბილისში ჯავახიშვილის დახმარებით.
იყო თუ არა მიგრაცია - იყო, როდის გამოჩნდნენ - მიახლოებით რუსებთან ერთად, იყო თუ არა ასიმილაცია - იყო, თავად მაგათი შანბა ადასტურებს ქართველებში ასიმილაცია განვიცადეთო, აიღეს ძირითადად ქართულ-მეგრული გვარები... მიზეზი ასიმილაციის დევნა, ვინ დევნიდა რელიგიური ნიშნით და ერეკებოდა თურქეთში - რუსები, ვინ რჩებოდა - ის ვინც ქრისტიანობას იღებდა ანუ გაქართველდა...
ეხლა ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს ენაზე და კუთხურობაზე, რაოდენ შეიძლება დანარჩენ ქართველს არ ესმოდეს მეგრული და სვანური ენები გინდა არ გინდა ისინი სამხრეთ კავკასიურ ქართველურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, განსხვავებით აფსუათა ენისა რაზეც ზევით დავწერე.
აფხაზობა თუ რაიმე ტერიტორიულ ერთეულზე დამკვიდრებითი განზომილებაა და არა ეროვნული, მაშინ ის სომეხიც აფხაზია რომელიც ასევე დიდი ხნის წინ მოხვდა და დამკვიდრდა ამ მიწაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ყველა იმერელიც - აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი იყო და საზღვრები კი შორაპნამდე გადიოდა