ლეგენდა ბრუნდება: ჯო კარმაკმა სოციალური ქსელისა და ონლაინ შუტერის გაერთიანება სცადა - შედეგად გამოვიდა -
http://www.quakelive.com/. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის 'სტარი დობრი' Quake III Arena, რომელიც ბრაუზერის ფანჯარაში ეშვება.
სათამაშოდ საჭიროა 3.78 მბ-იანი პლაგ-ინის დაყენება (შემდეგ ბეკგრაუნდ რეჯიმში ხდება რაღაც დაუნლოუდები). უპრობლემოდ მიდის ფაიერფოქსზეც.
ქმნი პროფილს, ირჩევ ავატარს, ამატებ მეგობრებს ფრენდ-ლისტში, მონაწილეობ რეიტინგებში - მოკლედ, უშუალოდ სროლის გარდა კაი სერიოზული social network უნდა გამოვიდეს.
დღეს-დღეობით პროექტი ბეტა სტადიაშია. სერვერები მუდმივად დაუნშია. საიტზე შესასვლელად 15,000 კაციან რიგში დგომაა საჭირო, server list არ აპდეიტდება

მოკლედ, მივადევნოთ თვალი და ვნახოთ რა გამოვა...
-----
PS პროექტი მთლიანად უფასოა. იგეგმება თვითონ თამაშში რეკლამების განთავსების ხარჯზე შემოსავლის მიღება (in-game ads)
This post has been edited by musha boquladze on 26 Feb 2009, 22:36