უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართავს. კომისია პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს პარტიის წევრებისათვის ქცევის წესებზე.
"თითოეული პარტიის წევრმა უნდა იცოდეს, რომ სხვა პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება - პლაკატის გადაკვრა, თუნდაც გაბრუებულ მდგომარეობაში ქუჩაში სიარული, იმის მიუხედავად, რომ ეს არის კანონით დასჯადი ქმედება, ასევე არის ჯანსაღი პოლიტიკურ პროცესთან შეუსაბამო. თუ ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, ის ფხიზელი უნდა იყოს, - განაცხადა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს იმპიჩმენტისა და თანამდებობებიდან პირების გადაყენების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ ორგანოებს მიმართავს მათ აპარატებში ატესტაციისა და კონკურსების პროცესი შეაჩეროს.
"15 ივნისამდე ყველამ თავი უნდა შეიკავოს ყველანაირი იმპიჩმენტის ტიპის პროცედურისგან. თუ ვინმეს დაგეგმილი აქვს გამგებლების იმპიჩმენტი, ეს უნდა შეჩერდეს. ასევე არჩევნებამდე არ უნდა ჩატარდეს ატესტაციები, კონკურსები, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახური არჩევნებამდე მშვიდ ვითარებაში მივიდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...mimarthavs.html