#40884658 · 10 May 2014, 16:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, გთხოვთ გამომეხმაუროთ, გავერთიანდეთ, მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვის კანონდარღევევით გაცემის შედეგად დაზარალებული პირები. ჩვენ თვითონ მოვითხოვოთ და ვაიძულოთ ზემდგომები დაიცვან კანონი და ჩვენი კანონიერი უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალურ უბნებში მალე ალბათ არამარტო მანქანებს ვერ დაიტევს არსებული ინფრასტრუქტურა, არამედ უჟანგბადობისა და დაბინძურებული ჰაერის გამო ნიღბებით მოგვიწევს სიარული. გადავარჩინოთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი შვილები შემოსეული, ჯიბის გასასქელებლად ყველაფერზე წამსვლელი ბიუროკრატებისა და მშენებლებისგან.
|