
მეცნიერება და რელიგია მუდმივად კამათობდნენ სამყაროს ყველაზე საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. " თუმცა, ბოლო დროს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, მეცნიერები რელიგიურ წიგნებში აღწერილი მოვლენების დამადასტურებელ სულ უფრო მეტ მეცნიერულ დასაბუთებას პოულობენ.
მაგალითად, კორნელის უნივერსიტეტთან (ითაკას შტატი) არსებული ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ავსტრალიის ბიოინჟინერიისა და ნანოტექნოლოგიების კვინსლენდის ინსტიტუტის ფუნქციონალური ნანომასალების ცენტრის მკვლევარებთან ერთად გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოქმნის შესაძლებლობა იმ პირობებში, როცა დედამიწა ჯერ კიდევ მთლიანად წყლით იყო დაფარული.
მიღებული შედეგებით თავად მკვლევარებიც კი, რომელთა შორისაც იყვნენ საკმაოდ გამოცდილი მეცნიერები, ისეთები, როგორებიც გახლავან დეიანგ იანგი, სონგმინგ პენგი, მარკ რ. ჰარტმანი, ტიფანი გუპტონი, ედვარდ რაის უმცროსი და ანა კეტრინ ჩანგი, გაოცებულები დარჩნენ. სამეცნიერო ჟურნალში "Sceintific Reports" გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე მართლაც, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი, თიხის, ანდა იმ შენაერთების მეშვეობით წარმოშობილიყო, რომლისგანაც ის შედგება. როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, იმ პირობებში, როცა ჩვენი პლანეტა ჯერ კიდევ მთლიანად წყლით იყო დაფარული, შესაძლოა სწორედაც თიხამ შეასრულა ერთგვარი "ციტოპლაზმის" როლი და მის წიაღში პირველი უჯრედები ჩაისახა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს გახლდათ ცხიმების ან პოლიმერების მხოლოდ უმცირესი ფრაგმენტები, რომლებიც უჯრედული მემბრანის წინამორბედები გახდნენ, ხოლო ამინომჟავები და სხვა ბიომოლეკულები, შესაძლოა, ამ წარმონაქმნების წიაღში ჩამოყალიბდნენ.
უახლოეს პერიოდში მეცნიერები თავიანთი ვარაუდების ექსპერიმენტულად დასაბუთებას გეგმავენ.
(თარგმნა რუსუდან მალიანმა)
ვრცლად This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 22 May 2014, 00:14