ახლა კი მე უბრალოდ მაგალითისთვის შევქმნი WMZ დოლარის ექვივალენტს.
შენიშვნა: არ დაგავიწყდეთ „თოლია“-ს(ე.წ. პწიჩკა) მონიშვნა

მაშ ასე მწვანედ შეფერებილი წერილი გვამცნობს რომ ჩვენ წარმატებით შევქმენით დოლარის ექვივალენტი. ხოლო კოდი რომელსაც დაბლა წითელი ხაზი აქვს გასმული ეს არის ანგარიშის ნომერი,ანუ ამ ანგარიშის ნომერზე მოხდება ჩარიცხვა.

ასევე შეგახსენებთ იმასაც რომ შეგიძლიათ სხვა ვალუტაც შექმნათ ამისთვის კი დააჭერთ + ღილაკს,როგორც სურათზე ნაჩვენები და გამოვა ასეთი ფანჯარა და კვლავ დაამატებთ ახალ ვალუტას

გაითვალისწინეთ რომ ახალ შექმნილ ვალუტას მოჰყვება თავისივე ანგარიშის ნომერი.
მაგალითისთვის შევქმენი ევროს ვალუტა.როგორც ხედავთ, დოლარს სხვა ანგარიში აქვს და იწყება ასო Z. E ასოთი იწყება ევროს ანგარიშის ნომერი.

რაც შეეხება თანხის ჩარიცხვას ანგარიშზე. ყველას გინახავთ ჩქარი ჩასარიცხი აპარატები რომლებიც დგას ქუჩაში მაგალითად ასეთი.

უბრალოდ მოძებნით მენიუში webmoney-ს და ჩარიცხავთ თანხას,თქვენს ანგარიშის ნომერზე. გაითვალისწინეთ ვალუტაში კონვერტაცია ხდება ავტომატურად. მაგ: თუ დოლარის ექვივალენტი გვაქვს webmoney-ს ანგარიშზე,აპარატში ჩარიცხული ქართული ლარის ექვივალენტი დაკონვერტირდება დოლარში ექვივალენტში.
ახლა კი აგიხსნით თუ როგორ უნდა შეისყიდოთ plati.ru-დან რამე,რაც გსურთ.
შევდივართ საიტზე და ვნახულობთ იმას რისი ყიდვას გვინდა. მე ავარჩიე რაღაც უბრალო, მაგალითისთვის.

მაშ ასე როგორ ვიყიდოთ რამე.
ვირჩევთ სასურველ ვალუტას საიტზე და ვაჭერთ купить(„თოლიას“ მონიშვნა არ დაგავიწყდეთ)

გამოვა ასეთი ფანჯარა

E-mail-ში ვუთითებთ,იმ E-mail-ს რითიც დავრეგისტრირდით და ვაგრძელებთ.
შევხედავთ,არის თუ არა ყველაფერი სწორად და ვაგრძელებთ.

აქ ხედავთ რომ გვაქვს რამოდენიმე ტიპი როგორიცაა MINI,CLASSIC,LIGHT. ვირჩევთ Keeper MINI-ს ჩამონათვალში,შემდეგ კი გრაფებში(თუ მოითხოვა) შეგვყვავს E-mail რომლითაც დავრეგისტრირდით და პაროლი.

ვაგრძელებთ.
მიმაგრებული სურათი