მე ვფიქრობ რომ დროა შემოვიტანოთ ორი ახალი ტერმინი მეცნიერებაში-
ალფიზიკა და
ალბიოლოგია, რას აღნიშნავენ ისინი?
ჯერ დავიწყოთ
ალქიმიით. როგორც მოგეხსენებათ შუა საუკუნეებში ეს მოძღვრება მიზნად ისახავდა ე.წ. ფილოსოფიური ქვის მოძებნას რომელსაც თითქოს შეეძლო ჩვეულებრივი ლითონების გადაქცევა ოქროდ და ასევე მისი მფლობელისათვის მარადიული სიცოცხლის და ახალგაზრდობის შენარჩუნება. რასაკვირველია, იმ დროს ეს შეუძლებელი იყო, თუმცა დღეს ბირთვულ ფიზიკას ნამდვილად არ უჭირს ქიმიური ელემენტების ერთმანეთში გარდაქმნა, უბრალოდ ეს ეკონომიურად არახელსაყრელია ჯერჯერობით.
ესე იგი, წინსართი „ალ“ მეცნიერებაში უნდა ნიშნავდეს რაღაც ფუნდამენტურის გარდაქმნას, შეცვლას. ეს პრინციპი შეგვიძლია გამოვიყენოთ ალფიზიკის და ალბიოლოგიის განსაზღვრებისათვის და განვაცხადოთ:
1)
ალფიზიკა ესაა მეცნიერება ფიზიკის კანონების შეცვლის შესახებ. რაღა ქიმიური ნივთიერებები და ელემენტები ვცვალოთ, არა სჯობია პირდაპირ ფიზიკის კანონები გარდავქმნათ? შევქმნათ ჩვენს სამყაროში (ვთქვათ მზის სისტემის რომელიმე კუნჭულში) რაღაც სრულიად ახალი, პატარა ზომის სამყარო და დავაკვირდეთ ფიზიკის ერთი რომელიმე კანონის გადაკეთებისას მასში რა შეიცვლება

2)
ალბიოლოგია ესაა მეცნიერება რაიმე კონკრეტული ბიოლოგიური სახეობის სხვა სახეობად გადაკეთებაზე. მე არ ვგულისხმობ ევოლუციას სადაც ერთი სახეობებისგან წარმოიშვება მეორე სახეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არამედ აქ საუბარია ერთი სახეობის ერთი კონკრეტული ინდივიდის მეორე სახეობის ინდივიდად გადაკეთებაზე. მაგალითად ერთი რომელიმე კონკრეტული კატის გადაკეთება
მისი სიცოცხლის განმავლობაში ისე რომ მისგან ძაღლი გამოვიდეს, აი ეს უნდა იყოს ალბიოლოგიის პირველი ამოცანა

ალბიოლოგიის მეორე ამოცანა იქნებოდა მარჯვენა ამინომჟავებისგან აგებული ცილებისგან შექმნილი ცოცხალი ორგანიზმების მიღება.
ალბიოლოგიის მესამე ამოცანა იქნებოდა შეცვლილი გენეტიკური კოდისგან მიღებული სრულიად ახალი ცოცხალი ორგანიზმების შექმნა. თავად გენეტიკური კოდი კია შეცვლილი, ანუ ფერმენტ
ამინოაცილ-ტ-რნმ-სინთეტაზის მოდიფიცირება კი მოახდინეს, მაგრამ შეცვლილი გენეტიკური კოდის მეშვეობით რომ ახალი ორგანიზმები/სახეობები მიეღოს ვინმეს ეს მე რამდენადაც ვიცი ჯერ არავის გაუკეთებია.
მადლობთ ყურადღებისთვის
This post has been edited by არწივი9 on 1 Oct 2013, 23:07