ირმა ნადირაშვილი სასჯელაღრუსლების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებზე ინფორმაციას ავრცელებს
"ნაციონალური მოძრაობა" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული ხელფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ოფისში განცხადება დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ინფორმაცია თავად დეპარტამენტიდან მიაწოდეს.
"მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც მოგვაწოდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და ცხადია, ვერ დავასახელებ წყაროს, რადგან დავიცავ იმ ადამიანის უსაფრთხოებას. საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემულ ხელფასებს, რომელიც იმდენად დაუჯერებელი და მაღალია, რომ აუცილებლად ჩავთვალე თქვენთვის გამეზიარებინა.
დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირებია: გახარია გოგი, რომელმაც დეკემბერში აიღო 39, 130 ლარი, "რუსთავი 2"-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე – 38, 390 ლარი, მაჩაიძე სიმონი – 38, 733 ლარი, ტორაძე შალვა – 31 263, თუთარაშვილი შოთა – 30,386, ელიზბარაშვილი გიორგი – 29, 307, ალსანიშვილი ზურაბი – 28 330,
კოტეტიშვილი ვახტანგი – 23 494, ტრაპაიძე შოთა – 23 270, დიდიძე ზურაბი – 21 202, ჩელებაძე მამუკა – 21 505, როდონაია ლაშა – 20 703, ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358, ახვლედიანი თენგიზ – 19 018, დოთიაშვილი დავითი – 18 845, გულბიანი გიორგი 18 692, კიკალიშვილი ილია – 18 525, ვერულაშვილი ნესტანი 18 251, დარბაისელი დიმიტრი – დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავთ 18 – 222 ლარი. ყველაზე ნაკლები ხელფასი დეკემბრის თვეში გაიცა 10 504 ლარის ოდენობით", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე განმარტებით, დოკუმენტი თვენახევრის წინ მიაწოდეს, თუმცა მისი გასაჯაროებისგან თავს ინფორმაციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადამოწმების სურვილით იკავებდა.
"ხათუნა გოგორიშვილმა სადეპურატო შეკითხვა გააგზავნა სასჯელაღასრულების დეპარტამენტში და მოითხოვა ინფორმაცია გაცემული ხელფასების შესახებ. 15 დღის შემდგე გვიპასუხეს, რომ ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო, მივლინებაში იმყოფებოდა. ერთი კვირის თავზე ისევ დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ინფორმაცია გაბნეულია და ვერ ამოკრიფეს, შემდეგ კი მივიღეთ პასუხი, რომ მას საერთოდ ვერ მოგვაწვდიან. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ეს ინფორმაცია არის რეალური. მინდა დავსვა მთავარი კითხვა, როგორ შეიძლება ასეთი ხელფასები რიგდებოდეს საქართველოში, რომელიმე ქვეყანაში? ასევე მინდა გამოვთქვა ჩემი ეჭვი – ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს. შეგახსნებთ, რომ 17 დეკემბერს "ბოტასების" ქურდმა ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. მე მაინტერესებს, ხომ არ არის ნაყიდი ამ ხელფასებით ამ თანამშრომლების დუმილი?", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-avrcelebs.htmlპირადად, მართლა არ ვეთანხმები იმას, რომ ეს თანხები სასჯელაღრსულებამ ვანოს გამო მიიღო, მაგრამ:
ეს ამხელა პრემიები მართალია?