#40857194 · 8 May 2014, 02:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ მეგონა ისტორია ასე მალე თუ დაიწყებდა სააკაშვილის გაპრავებას 2008 წლის მოქმედებებისას.
უკვე მსოფლიოში ალაპარაკდნენ რომ სააკაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა როცა რუსებს უპასუხა,
ყველა ამბობს ომი რუსეთმა დაიწყოო თვით ალასანიაც ამას იძახის.
ახლა ის რომ ჩვენ რუსებს ვერ მოვუგებდით და გაცილებით ბევრ შეცდომას დავუშვებდით ცხადია, მარა ეს პოსტ ფაქტუმ ჩანს კარგად , 2008 წლის 6 აგვისტოს ვერავინ იტყოდა სწორი იყო თუ არასწორი ის ქმედებები რაც განხორციელდა.
მარა ისტორიის ხაზი მაინც თავისას შვება და მიშას მოშნად აპრავებს. მე მეგონა ერთი 20 წელი მაინც დაჭირდებოდა რომ მიშას რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაპრავებულიყო, მარა რუსეთის მოქმედებებმა დააჩქარა
ჩემი პროგნოზია რუსეთი კიდევ ისეთ რაღაცეებს ჩაიდენს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ კიდევ უფრო გაპრავდება მიშა ისტორიაში.
ყველამ ვიცით რომ მსხვილი კალიბრით სროლა ჩვენ დავიწყეთ, ანუ გრადები ჩვენ ვესროლეთ პირველი, ამაზე შინაურულად ვისაუბროთ შეგვიძლია, მარა რუსებს უკვე ყავდათ რეგულარული ჯარი შემოყვანილი, ხოლო სეპარატისტები საშუალო კალიბრიდან უკვე ისროდნენ და მოგვიკლეს კიდეც ხალხი.
შეცდომა ალბათ ბევრი იყო, მარა პირველი გადაწყვეტილება რომ წინააღმდეგობა გაგვეწია სწორი იყო და ამას ისტორიაც ნელ-ნელა აპრავებს.
მხოლოდ რადიკალები, ვიღაც ჩხარტიშვილები, კაკაბაძეები და ნაყარ-ნუყარი ხალხი აწვება ისევ იმ მოსაზრებას რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავე, მაგრამ ისტორია ასეთ ხალხს სანაგვეზე უფრო მალე ისვრის ვიდრე წარმოგვიდგენია.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ისტორია დადებით მოღვაწედ შერაცხავს მიშას, არამარტო ამ საკითხში ბევრ რამეში და ეს გინდათ თუ არა პირზე ქაფ მომდგარ მოკრიტიკეებს ჯობია აქედანვე შეეგუოთ.
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თუ ღარიბაშვილიც დადებით პირად შევა და რაიმეს მიაღწევს ქვეყნისთვის.
|