War Thunder - გახლავთ MMO თამაში რომელიც შექმნილია მეორე მსოფლიო ომის თემაზე. შესაძლებლობა გექნებათ იბრძოლოთ ჰაერში, წყალში და ხმელეთზე.
თქვენ გახდებით მთავარი ბრძოლების მონაწილე მთელი მსოფლიოდან შეკრებილ მოთამაშეებთან ერთად. საშუალება გექნებათ გამოცადოთ 5 სხვადასხვა ქვეყნის ტექნიკა.
ინფორმაცია:ოფიციალური დასახელება -
War Thunderმწარმოებელი - Gaijin Entertainment
გამომცემელი - Gaijin Entertainment
თამაშის ძრავი - Dagor Engine
პლათფორმა- PC, Macintosh, PlayStation 4
ჟანრი - MMO, Simulation game
მოდები - Single-player, Multiplayer
ვებ-გვერდი -
https://warthunder.com/en/ფორუმი -
http://forum.warthunder.com/რეგისტრაცია -
https://warthunder.com/en/register-for-freeგადმოწერა -
http://yupmaster.gaijinent.com/launcher/cu...ThunderLauncher

თვითმფრინავების ჩამონათვალი(რადგან ჯერ ბეტა ტესტირებაა ყველა თვითმფრინავი არაა დამატებული, ალბათ დანარჩენიც მალე იქნება):» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბჭოთა კავშირი
გერმანია
დიდი ბრიტანეთი
ამერიკის შეერთებული შტატები
იაპონია
ამ თამაშშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ნაწილია ეკიპაჟის სქილები (Crew Skills). ასე რომ კარგად გაეცანით სანამ დაიწყებთ განვითარებას.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სქილების ასამაღლებლად გვჭირდება ექკიპაჟის გამოცდილების ქულები (Crew Exp Points). ამ ქულებს თამაშის პროცესში მოიპოვებთ, რომელი ეკიპაჟითაც ითამაშებთ იმას დაერიცხება. როდსაც ქულებს დააგროვებთ საჭიროა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მოკლედ გეტყვით როგორ უნდა გამოიყენოთ.
1. ეცადეთ ერთი ან ორი სლოტი დაუთმოთ მოიერიშეებს და ბომბდამშენებს. დანარჩენი კი ფაითერებს. (თუ ისტორიულს ან FRB-ს თამაშობ სამივეს თითო-თითო სლოტი ეყოფა)
2. ბომბდამშენებს, მოიერიშეებს და ფაითერებს ჭირდებათ განსხვავებული სქილების განვითარება, თუმცა რამოდენიმე საერთოც აქვთ.
3. დავიწყოთ ფაითერებით: Keen Vision, Awareness , G-tolerance, Stamina და Vitality. ეს ყველაფერი Pilot-ის გვერდზე უნდა იყოს!
3.1. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი სქილები: Repair Speed, Repair Rank, Reload speed( ეს მხოლოდ არკადაში გამოდგება) და Weapon Maintenance. ესენი Ground Service-ს გვერდზეა!
4. რაც შეეხება ბომბდამშენებს: Number of Experienced Gunners( ეს სქილი იქამდე გაზარდეთ რამდენი მსროლელიც ყავს თქვენს ბომბდამშენს, ნაკლები არ უნდა იყოს), Fire accuracy, Fire Precision, G-tolerance, Stamina და Vitality. ესენი Gunners-ის გვერდზეა!
4.1. ასევე მნიშვნელოვანია: Repair Speed, Repair Rank, Reload speed( ეს მხოლოდ არკადაში გამოდგება) და Weapon Maintenance. ესენი Ground Service-ს გვერდზეა!
5. რაც შეეხება მოიერიშეებს: მათ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სქილი ჭირდებათ ( თუ მსროლელი არ ყავს უკან მაშინ ბომბდამშენისთვის განკუთვნილი სქილები არ დაჭირდება).
6. ასევე შეგიძლიათ ეკიპაჟს რომელიმე თვითმფრინავის კვალიფიკაცია აუმაღლოთ( შეზღუდული არაა რამდენს შეასწავლით). სულ სამი კვალიფიკაციაა: Basic-დან გადაიყვანთ Expert -ზე და მერე Ace.
6.1. Expert-ის კვალიფიკაცია უმატებს 30 Keen Vision, Visibility, Fire Accuracy, Fire Precision, Repair Speed და Reload Speed-ს
6.2. Ace-ის უმატებს კიდევ 20 Keen Vision, Visibility, Fire Accuracy, Fire Precision, Repair Speed და Reload Speed-ს
იხილეთ სურათები:



შემოგვიერთდით Facebook-ზე
უკვე გვაქვს ქართული ესკადრილია "Georgian Air Force"
ჩვენი ჩანელი WT-ს TS-ში
War Thunder TS Server: ts.gaijin.net
Password: Spitfire
ოთახის სახელი: Georgian Air Force
პაროლი: forum.geხშირად კითხულობთ თუ რომელი ქვეყნის თვითმფრინავს რა პლიუსი და მინუსი აქვს.
მე შემოგთავაზებთ ჩემ შეხედულებას, რომელსაც შეიძლება ყველა არ დაეთანხმოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამერიკა:
ამერიკული გამანადგურებლების პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს მათი შეიარაღება, სისწრაფე და დაივი. ზოგიერთი სიმაღლესაც კარგად კრეფს.
მინუსი ალბათ არც ისე კარგი მანევრი და სიმაღლის აღებაა.
ბომბდამშენებიც მშვენიერი ყავთ.
რაც შეეხება მოიერიშეებს, ერთადერთი მოიერიშე ყავთ რომელიც სალმაოდ ძლიერია.
პანტერა მაგარი უნდა ჩანდეს, პ-80-ს არაუშავს და სეიბრი სუპერია
გერმანია:
გერმანული გამანადგურებლების პლიუსებია სიმაღლის აღება, სისწრაფე, შეიარაღება და დაივი.
მინუსია არასაკმარისი მანევრულობა.
ბომბდამშენები ნორმალურებია.
მოიერიშეებიც ნორმალურები ყავთ, სწრაფებია, დიდი შეიარაღება აქვთ მაგრამ ცოტა მოუქნელებია.
გერმანული ჯეტები არ ვარგანან, ერთი კომეტა ქაჩავს ისიც ძლივს, მაგრამ მიგი და სეიბრი დაუმატეს და გამოსწორდება ამ მხრივ სიტუაცია.
საბჭოთა კავშირი:
საბჭოური გამანადგურებლები კარგად არის დაბალანსებული და თითქმის ყველაფერი შეუძლიათ.
ბომბდამშენები ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა თამაშში.
მოიერიშე სულ რამდენიმე ყავთ და ყველა ძალიან კარგია.
მიგ-15 უძლიერესია, მიგ-9-ებს არაუშავს და დანარჩენები ჯობდა არც დაემატებინატ
ბრიტანეთი:
ბრიტანელებს ორი ტიპის გამანადგურებლები ყავთ. 1) სპიტფაიერები რომლებიც მანევრული, ზომიერად სწრაფი, ნორმალური შეიარაღებითა და სიმაღლის აღებით ხასიათდება.
2) ტაიფუნი და ტემპესტი რომლებიც ცოტა მოუქნელია, მაგრამ საკმაოდ სწრაფი და სერიოზული შეიარაღება და დაივი აქვთ.
ბომბდამშენები დიდი არაფერი, მაგრამ არა ლანკასტერის, ძალიან ეფექტურია.
მოიერიშეები უძლიერესები ყავთ.
ჯეტები თავის დონეზე საკაიფოა.
იაპონია:
წვრილ თვალებიანებს საკმაოდ კარგი გამანადგურებლები ყავთ.
მათი პლიუსებია საუკეთესო მანევრი(ზეროებს მარტო) და სიმაღლის აღება. შეიარაღება უმეტესობას სამყოფი აქვთ, შიდენ კის კი თავზე საყრელი.
მინუსებია დაბალი სისწრაფე და სუსტი გამძლეობა, ასევე დაივი. შიდენ კის პირიქით აქვს ეს კომპონენტები.
ბომბდამშენები საუკეთესო ყავთ რაც ყავთ.
მოიერიშეები არც ისე კარგია, ძალიან პატარა შეიარაღება აქვთ.
ჯეტს რაც შეეხება სეიბრი დაუმატეს და ეშველათ.
იმედია ცოტა წარმოდგენას შეგიქმნით დამწყებ მოთამაშეებს

წინა თემები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის Top 10 მპოსტავი:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Who posted in: War Thunder
Poster Posts
Metal_Head 258
aviatori1 198
MIRAGE2000 167
leo_chelo 161
narmonana 152
Price 105
Dzigo 86
elnur009 73
CLRX 68
Faun 39
ბეტას დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველაფერი, მონაცემები არ წაიშლება!©
Price,
CLRX