#40850366 · 7 May 2014, 16:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ShalvaSoft ციფრულ სამყაროში, ნებისმიერი ინფორმაცია ინახება ბინარულ ფორმატში, ანუ 1 და 0-ებით. ფიზიკურად, ეს არის ორი განსხვავებული მგდომარეობა.
მაგალითად ლაზერულ დისკზე ჩაწერისას, ის ადგილი რასაც ლაზერი ამოწვავს, წაკითხვისას იქნება 1, რასაც არა - 0. ასევე ვინჩესტერზე სადაც დამაგნიტდება, ფლეშკაზე სადაც დენი გაივლის და ა.შ.
როცა რაღაც ფაილს ჩაწერ, ამ დროს ვინჩესტერზე გარკვეული ადგილი მაგნიტდება (რასაც მიაქვს დრო და რესურსი) და საფაილო სისტემის (ანუ. FAT, NTFS და ა.შ.) მონაცემთა ბაზაში შეინახება ამ ფაილის შესახებ ინფორმაცია (სახელი, მისამართი).
წაშლისას კი, ისევ ამდენი დრო რომ არ დასჭირდეს და კიდევ ხელახლა გადამაგნიტება არ დაიწყოს, უფრო მეტად მოსახერხებელია, რომ წაიშალოს მხოლოდ ფაილის შესახებ ინფორმაცია ბაზაში (სახელი, მისამართი) და ეგ ადგილი მოინიშნოს "თავისუფლად".
ანუ, წაშლის დროს ის დამაგნიტებული არე (ე.ი. არსებული ფაილი) რჩება ისევე, როგორც იყო. უბრალოდ სისტემა მაგ ადგილს აღიქვამს ცარიელად. შესაბამისად, როცა დასჭირდება, ახალი ფაილის ჩაწერისთვის გამოიყენებს და ხელახლა დაამაგნიტებს.
მაგრამ, სანამ ახალ ფაილს ჩაწერს, შესაბამისი პროგრამებით ან აპარატურით, შესაძლებელია იმ წაშლილი ფაილების აღდგენა. ხოდა თუ არ გინდა წაშლილი ფაილები იყოს ხელმისაწვდომი, ამისთვის არსებობს Wiping free disk space ფუქნცია. ამ დროს, თავისუფალ ადგილზე (Free Space) ხდება ხელმეორედ დამაგნიტება ერთხელ ან რამდენჯერმე (max 35-ჯერ), რის შემდეგაც წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, უკვე შეუძლებელი ხდება...........
|